USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე, დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
Date:  346
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები გრძელდება
 
 ხიდის სამუშაოები ითვალისწინებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას
 
 აღნიშნული სამუშაოების შემდგომ, ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღებისთანავე ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი
 
 აღსანიშნავია, რომ სამუშაოები რთულ პირობებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობის პარალელურად მიმდინარეობს
 
 მდინარე არაგვის ხიდზე სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა შეზღუდულია
 
 ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე, სამუშაოების დასრულებისთანავე მომდევნო კვირაში აღდგება
tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way