USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
თბილისი რუსთავის მაგისტრალის პროექტი შეიცვალა და ის ფონიჭალას გვერდს აუვლის - BM.GE
თარიღი:  886

თბილისი რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 2019 წელს შეჩერდა განახლებული პროექტით გაგრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, მაგისტრალი არსებული მონაკვეთიდან ფონიჭალას გვერდს აუქცევს, ხიდით გადავა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გაივლის დაახლოებით 1.6 კილომეტრს, რის შემდეგაც კვლავ სახიდე გადასასვლელით გადაკვეთს მდინარე მტკვარს და დაბრუნდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. ამრიგად მაგისტრალი გვერდს აუქცევს ფონიჭალის დასახლებულ ზონას, რომლის მცხოვრებთა პროტესტიც გახდა 2019 წელს პროექტის შეჩერების მიზეზი.

"კმ 5-დან კმ 5+190-მდე საპროექტო გზა გადის მდ. მტკვრის მარჯვენა, ჭალისზედა ტერასაზე, ე.წ. ქვემო ფონიჭალის დასახლების აღმოსავლეთ კიდეზე, კმ 5+190-დან პირველი სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა კვეთს მდ. მტკვრის კალაპოტს და კმ 5+340-დან გადადის მეორე ნაპირზე, საიდანაც კმ 7+030-მდე უშუალოდ მიუყვება მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს. საპროექტო გზის ამ მონაკვეთზე, კმ 5+340 დან კმ 5+400 მდე მდ. მტკვრის ტერასის საკვლევი ნაწილი პრაქტიკულად სტრუქტურულია და წარმოდგენილია კლდოვანი ტუფოგენური ქანებით. კმ 5+400 -დან კმ 5+860 მონაკვეთში საპროექტი ტრასა განლაგებულია მდ. მტკვრის მარცხენა ტერასაზე. Kკმ 5+710-თან საპროექტო საავტომობილო გზა კვეთს მდ. მტკვრის მარცხენა გვერდითი შენაკადის ხევს, სადაც იგეგმება მეორე სახიდე გადასასვლელის მოწყობა. კმ 5+860-დან კმ 7+030 მდე საპროექტო ტრასა ინაცვლებს ცოკოლური ტიპის ტერასაზე, სადაც რელიეფის ფორმირებაში ტექნოგენურ ფაქტორებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავია. კმ 7+030-დან კმ 7+140-მდე მესამე სახიდე გადასასვლელით საპროექტო ტრასა კვეთს მდინარე მტკვრის კალაპოტს, ამ მონაკვეთში მდინარე მტკვარი ორად იტოტება და შუაში წარმოქმნილია ე.წ „კუნძული“. კმ 7+140-დან ტრასის ბოლომდე საპროექტო გზა კვლავ მარჯვენა ნაპირზე ინაცვლებს. კმ 7+370-დან კმ 7+640-მდე საპროექტო ტრასა განლაგებულია საავტომობილო გზისთვის მოწყობილ ყრილზე",- ნათქვამია პროექტის აღწერაში.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.

მეორე მონაკვეთის მშენებლობა კი 2019 წლიდან დაკონსერვებულია. უფრო მეტიც 2021 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პროცესის გაჭიანურების გამო დონორმა ორგანიზაციამ, აზიის განვითარების ბანკმა, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის შესაბამის სასესხო განაცხადის დახურვა მოითხოვა.

რის შემდეგაც 2024 წლის ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ხელახალი ტენდერი გზის საპროექტო სამუშაოებზე. ტენდერში კომპანია "კოკს კონსალტის" საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა და მას 3.2 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა. ამჟამად გზის განახლებული პროექტის შესახებ საჯარო განხილვები უნდა გაიმართოს.

წყარო:https://bm.ge/

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის