USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
"თბილისი პრაიდის" სტუმრები ტერიტორიას პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებენ
дата:  363

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება დასრულდა. ღონისძიების დამსწრეების უსაფრთხოებას სამართალდამცავები იცავენ, მათ სპეციალური დერეფანი აქვთ გაკეთებული, რათა სტუმრებმა ტერიტორია უსაფრთხოდ დატოვონ.

ტერიტორია უკვე დატოვა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლების ნაწილმა.

პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებსა და ღონისძიების სტუმრებს შორის გზა მიკროავტობუსებით ჩახერგეს, სავარაუდოდ, ღონისძიების მონაწილეებს ტერიტორიას სწორედ აღნიშული ტრანსპორტით დაატოვებინებენ.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე. აქციის მონაწილეები ბოთლებსა და კვერცხებს ისროდნენ. სამართალდამცავებმა ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს. მანამდე დადასტურებული ინფორმაციით, დაკავებულთა რაოდენობა 12-ს შეადგენდა.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати