USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
„თბილისი პრაიდი“ ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში და მათ უნდა აღასრულონ ის, რაც ამ კანონში წერია
дата:  232

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართეს, მიიღოს ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს.

მათ სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართეს.

პარლამენტის წევრებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს, დროულად დანიშნოს კომიტეტის სხდომა, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების თაობაზე კითხვებს უპასუხებს.

"ვისურვებდი ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად - ისე როგორც ეს ევროპულ ქვეყანას შეეფერება, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა თანაბრად სარგებლობს კონსტიტუციით დაცული უფლებებით. სამწუხაროდ, გვესმის ძალიან მძიმე მუქარის ტექსტები და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება. ასეთ ვითარებაში ჩვენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დავიბარეთ, რათა მან ყველა კითხვას უპასუხოს და გვქონდეს გარანტია, რომ „პრაიდის“ კვირეული სწორედ ისე ჩატარდება, რომ თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გვაქვს, რითაც პარლამენტის რეგლამენტი ირღვევა. მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხი გასცეს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონსტიტუციით დაცული უფლების რეალიზება. 

“სახელმწიფომ უსაფრთხოების ძალიან მკაფიო გარანტიები უნდა მოგვცეს. მარში იქნება მშვიდობიანი და მშვიდობიანი მარშის უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში და მათ უნდა აღასრულონ ის, რაც ამ კანონში წერია", - განაცხადა თბილისი პრაიდის გამგეობის წევრმა ნინია კაკაბაძემ.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати