USD 2.6925
EUR 3.1481
RUB 3.5900
Tbilisi
თბილისი მოლის რენოვაცია დაიწყო!
Date:  1166

სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პირველი უმსხვილესი საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსის - თბილის მოლის - რენოვაცია დაიწყო. პროექტის სრულ მენეჯმენტს კომპანია LSG Solutions-ი უხელმძღვანელებს და სამშენებლო სამუშაოებს კომპანია მეტტა აწარმოებს. რენოვაციის ფარგლებში განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ჯამში ოთხ სართულს მოიცავს; გაუმჯობესდება განათების სისტემა და ინტერიერი. რენოვაციის პროცესში დაცული იქნება ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც "თბილისი მოლს" მისცემს სრულყოფილად ფუნქციონირების და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას.

თბილისი მოლს სრულად მართავს Rakeen Uptown Development, რომელიც Al Hamra-ს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო და უძრავი ქონების განვითარების ჯგუფს ეკუთვნის. Al Hamra-ს აქვს მრავალფეროვანი პორტფელი საცხოვრებელი, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში.

“თბილისი მოლი” ოთხ სართულზეა განლაგებული, მოიცავს 250-ზე მეტი სავაჭრო ობიექტს და 15 000მ²-ზე განთავსებულ ჰიპერმარკეტს. “თბილისი მოლის” ზედა სართულებზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი და კვების ობიექტები. სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშ, ოთხ სართულზე, განლაგებულია 2 000 ადგილიანი უფასო ავტოსადგომი.

რენოვაციის პროცესი დაგეგმილია ისე რომ მაქსიმალურად ეფექტურად და ხარისხიანად მოხდეს პროექტის დასრულება. ძირითადი სამუშაოები ჩატარდება ღამის საათებში. რენოვაციის პროცესში დაცული იქნება ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც "თბილისი მოლს" მისცემს სრულყოფილად ფუნქციონირების და ვიზიტორების შეუფერხებლად მიღების საშუალებას.

რეკონსტრუქციის პროცესი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად განხორციელდება, პროექტში ჩართულია პროექტირების და მენეჯმენტის კომპანია LSG Solutions-ის, მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით. LSG Solutions-ის გუნდს საერთაშორისო არქიტექტორებთან და ექსპერტებთან მუშაობის გამოცდილება აქვს მასშტაბურ პროეტებზე.

კომპანია ზრუნავს ქართულ ბაზარზე, კერძოდ სამშენებლო სფეროში, არსებული კომპეტენციისა და სტანდარტის გაუმჯობესებაზე. LSG Solutions-მა პროექტები ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის განახორციელა, როგორებიცაა; „თეგეტა მოტორსი“, „ბორჯომი“, „სილქ დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „ასკანელი“, „კინორ ინვესთმენთი“, „ჯიჯ ენერჯი“, „სოდი ინვესთმენთი“, „ნენსკრა“ და სხვა.

სამშენებლო კომპანია მეტტა ქართულ ბაზარზე 40-მდე წარმატებული პროექტით არის წარმოდგენილი. მისი სერვისები მოიცავს, დიზაინ ბილდს, რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობას, სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, საპროექტო მომსახურებას, საინჟინრო და სარემონტო სამუშაოებს.

კომპანია მეტტას პორტფოლიო აერთიანებს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი“, „ლისი დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „შატო მუხრანი“, „ნორვეგიის საელჩო“, „ფუჯინ სილქ ფროფერთის“ და სხვ. მუდმივი განვითარება და შემოქმედებითი მიდგომით ინოვაციების დანერგვა მეტტას გუნდის პრიორიტეტია. თბილისი მოლის მასშტაბური რენოვაციის პროექტის განხორციელება სწორედ ამგვარი ხედვის, ღირებულებებისა და პროფესიონალიზმის გამო ხვდა წილად კომპანია მეტტას.

World
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way