USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისი მერია 10.2 მილიონიან ტენდერს აცხადებს - დაგეგმილია ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაცია
дата:  300

ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე და ვაკის სასაფლაომდე გზის რეაბილიტაციაში მერია ₾10.2 მლნ-ს გადაიხდის.

ტენდერი 2 ლოტადაა გამოცხადებული.

  • I მონაკვეთი 5.2 მლნ ლარი - [პკ0+00-პკ4+69.89] ილია ჭავჭავაძის გამზირიდან ფეხბურთის ფედერაციამდე;
  • II მონაკვეთი 4.9 მლნ ლარი - [პკ4+69.89-პკ9+21.37] ფეხბურთის ფედერაციიდან ვაკის სასაფლაომდე.

განაცხადების მიღების დრო 2 თებერვლიდან 7 თებერვლამდეა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე GWP-ს, "თბილისი ენერჯის", "მაგთის" და სხვა კომპანიების საკომუნიკაციო ქსელები.

"შრომის ნაყოფიერების გაზრდისა და მშენებლობის ხანგრძლივობის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მიღებულია სამუშაოების კომპლექსური მექანიზმებით და სპეციალიზირებული საწარმოო ბრიგადებით შესრულება, შრომის ორგანიზაციის თანამედროვე მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით", - წერია დოკუმენტში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати