USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისი ისტორია - ელექტროთეატრი „აპოლო“
Date:  1110

პირველი სტაციონალური კინო ძმებმა ლუმიერებმა 1895 წელს მოაწყვეს პარიზში, თბილისში კი ლუმიერების ფილმების ჩვენება 1896 წელს გაიმართა, ხოლო1908 წლიდან საფუძველი ეყრება ქართულ კინემატოგრაფს, რომელმაც ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო კინოს ისტორიაში. ქართული კინოფილმებისგან განსხვავებით, ბევრი კინოთეატრი დროთა განმავლობაში უკვალოდ გაქრა, ზოგიერთის, მაგალითად ბათუმის „აპოლოსა“ და ქუთაისის „მონ პლესირის“ კი მხოლოდ ფოტოები შემოგვრჩა. აღსანიშნავია, რომ ორივე კინოთეატრი მოდერნის (Art Nouveau) სტილში იყო აშენებული. 1914 წელს თბილისის კინო „პალასიც“ (ახლანდელი მუსიკალური ცენტრი), რომლის მხოლოდ ფასადის ფრაგმენტები და დარბაზის ინტერიერი შემოგვრჩა, მოდერნის სტილისაა.


კინოთეატრი “აპოლო” (დავით აღმაშენებლის N135) კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა თბილისში. გაიხსნა 1909 წელს და მოდერნის სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია.


„აპოლოს“ მნიშვნელობა ქართული კულტურის, ზოგადად ჩვენი მოდერნისა და კინოს ისტორიისთვის შეუცვლელია. ევროპაში მოდერნის არქიტექტურისა და კინოს გაჩენისა და გავრცელების დრო თითქმის ემთხვევა ერთმანეთს და მართლაც უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ორი ევროპული ნოვაციის თანხვედრა ასე წარმატებით განხორციელდა საქართველოში. აპოლო იყო ყველაზე დიდი კინოთეატრი იმ პერიოდის ევროპაში.


ცნობილი, რომ დღეს, მსოფლიოში მოდერნის სტილით აშენებული მხოლოდ რამდენიმე კინოთეატრი არსებობს და მათ შორის არის „აპოლოც“.
შენობა სამსართულიანია. აღმაშენებლის გამზირისა და ი. კარგარეთელის ქუჩის შესაყარისკენ იგი გუმბათიანი ცილინდრული მოცულობით არის მიმართული. ფასადები სწორკუთხა და თაღოვანი დიდი ფანჯრებით და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამასახიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისგან შემდგარი კიმპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს. შენობას ნაძერწი კრატერებით აქცენტირებული არასწორხაზოვანი უკარნიზო კონტური ასრულებს. მოდერნის სტილის მრავალ ნიშანს შეიცავს ნაგებობის ინტერიერიც.
ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, კინოთეატრი „აპოლო“, საბჭოთა დროს კინოსტუდია „ქართული ფილმს“ ეკუთვნოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ის უკვე სააქციო საზოდაგოება „ქართული ფილმის“ მიერ დაფუძნებულ შპს „ქართული ფილმის“ საწესდებო კაპიტალში შვიდა. საჯარო რეესტრის უახლესი მონაცემებით ამჟამად „აპოლოს“ მფლობელია შპს „თეატრები აპოლო“.

 

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way