„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ამ წუთის მონაცემებით: დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი - სრულად ჩართულია; ვაკე-წყნეთი: 43 900 - ჩართულია 55% - მიმდინარეობს 19 755 ჩართვა. საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი - ჩაირთო 55% - მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა. სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. კომპანია სრული რესურსით ჩართულია, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.