USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
„თბილისი ენერჯი“- თბილისში, 13 ივნისს სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
дата:  959

თბილისში ერთ დღეში აფეთქებას სამი კორპუსი გადაურჩა - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ .
სამ იდენტურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა გლდანის მე-8 მიკრორაიონში, ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონსა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში.

"თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები , საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა. ინციდენტის ადგილებზე მისულმა, თბილისი-ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის -114 -ის თანამშრომლებმა , ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. თბილისი ენერჯის სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტეს გაზი, გაანიავეს საცხოვრებელი ფართი. სამივწე კორპუსში სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. თბილისი ენერჯი გაფრთხილებთ - დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს , გაუფრთხილდით მეზობლების სიცოცხლესნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ. თბილისი ენერჯი გისურვებთ ჯანმრთელობას." - ნათქვამია ინფორმაციაში.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати