Emerging Europe-მა გამოაქვეყნა 2020 წლის რეიტინგი,რომლის მიხედვითაც ეკონომიკური პოტენციალით თბილისი რეგიონში პირველ ადგილზეა.
„საქართველო უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ბიზნესის კეთება ყველაზე მარტივია. საქართველო ხშირადაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების თავისუფლების რეიტინგის სათავეში. 2019 წელს ქვეყანამ რეიტინგში მეშვიდე ადგილი დაიკავა, იმ პირდაპირი და მარტივი მეთოდების გამო, რომლითაც ახალ ბიზნესებს ქვეყანაში დარეგისტრირება შეუძლიათ“,- წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე ციტირებს თბილისის მერის, კახა კალაძის სიტყვებს.
„ის, რომ Emerging Europe-მა ჩვენ ეკონომიკური პოტენციალის მიხედვით ევროპაში ლიდერად გვაღიარა, ხაზს უსვამს ჩვენ მონდომებასა და შრომას, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ქალაქის პოტენციალის აღმოჩენაში ჩავდეთ. ძალიან გვიხარია, რომ თბილისი აღიარებული იქნა როგორც ერთ-ერთი პოტენციალით სავსე ადგილმდებარეობა, და გვიხარია, რომ ხაზი გაესვა ქალაქში არსებულ არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს. ეს ჯილდო ნამდვილად დაგვეხმარება საერთაშორისო ასპარეზზე და მოიზიდავს მეტ ინვესტიციას. ჩვენ ველით ყველას, ვისაც აქ ბიზნესის კეთება უნდა და პირობას გაძლევთ, თავად დარწმუნდებით, თბილისის როგორც თქვენი მომავალი ბიზნესის ადგილმდებარეობის უპირატესობაში“,- კალაძის ამ კომენტარს Emerging Europe ავრცელებს.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/