USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Tbilisi
"თბილღვინო" რუსეთში ექსპორტით მიღებულ შემოსავალზე აგორებულ მცდარ საინფორმაციო კამპანიას ეხმაურება
Date:  1033
2022 წლის შემდეგ „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტი შეჩერებული აქვს.
„თბილღვინო“ აგორებულ კამპანიას მანიპულაციურს უწოდებს.
ვეხმაურებით მედიაში აგორებულ მცდარ ინფორმაციას, „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ „თბილღვინომ“ 2022 წლის მარტში მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და შეუერთდა არაერთ გლობალურ ბრენდს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენეს იმ პერიოდში. ამას გარდა, გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო დასავლეთის სანქციები და გართულებული ფინანსური და ეკონომიკური ტრანზაქციები, რაც საფრთხეს უქმნიდა ოპერაციებს და საინვესტიციო პერსპექტივას. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე „თბილღვინოს“ შეჩერებული აქვს რუსეთთან ექსპორტის მიმართულება.
ციფრები, რომლებიც მედიაში („რუსთავი-2“, „ტელეკომპანია იმედი, „პოს-ტვ“) იყო ნახსენები [„თბილღვინოს“ შემოსავალი რუსეთში ექსპორტიდან], მოიცავს 2022 წლის მარტამდე მონაცემებს და არის მანიპულაციური. მიგვაჩნია, რომ აგორებული კამპანია უარყოფითად მოქმედებს კომპანიის რეპუტაციაზე და არ უწყობს ხელს არსებულ კრიზისში კერძო ბიზნესის პრობლემების მოგვარებას.
ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მიზანი ამჯერადაც არის ეკონომიკური ურთიერთობების და ექსპორტის დივერსიფიკაცია. მხოლოდ ეს მიდგომა შეიძლება იყოს მექანიზმი გეოპოლიტიკური რისკების დაზღვევის. კერძო ბიზნესს უნდა ჰქონდეს წვდომა მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან და რაც მთავარია, დასავლეთისა და აზიის განვითარებულ ბაზრებთან, იმ ბაზრებთან, რომლებსაც არ ემუქრება დასავლეთის სანქციები და მათთან ვაჭრობა უსაფრთხოა. ბიზნესისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, თუკი საქართველოც იმ ქვეყნების რიგში აღმოჩნდება, ვისთან ვაჭრობა ან ეკონომიკური ურთიერთობა სანქციების გამო არამიმზიდველი იქნება. საქართველოს მთავრობის და მედიის მთავარი ყურადღება ალბათ ახლა ის უნდა იყოს, როგორ ავიცილოთ თავიდან ეს საფრთხე - საქართველო გადავიდეს იმ ქვეყანათა რიგში, რომელთან პარტნიორობას ბევრი ცივილიზებული ქვეყანა მოერიდება.
ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში კვლავაც გავაგრძელებთ ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის სავიზიტო ბარათის პოპულარიზებას მსოფლიოს მასშტაბით და ყოველთვის მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომლებიც თითეოული მოქალაქისა და ბიზნესის თავისუფლებას ემსახურება. გვჯერა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრი და ეს გამოგვივა მხოლოდ მაშინ, თუკი დავუბრუნდებით ევროინტეგრაციის კურსს.
World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way