USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Тбилиси
თავში ავარდნილი ქართველობა…
дата:  3960

 "მე მწერალი არ ვარ და არც მაქვს პრეტენზია პროზაიკოსობისა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავი ყოველთვის ამაყად ასწიეთ, წელში გაიმართეთ, სუნთქვა წამით შეკარით, ნებისმიერი ეროვნების, ნებისმიერი პოზიციის და ნებისმიერი მსოფლმხედველობის ადამიანის წინაშე პირისპირ დადექით, თვალებში ჩახედეთ და გაუღიმეთ…’’ – ეს სიტყვები ბატონ ზურაბ მაღრაძეს ეკუთვნის, რომელმაც გარკვეული დროის წინ გამოაქვეყნა ეს ჩანახატი. გთავაზობთ მის სრულ ვერსიას.

”საუბარი არაბთან”

(სრული ვერსია)

”არაბი: კაი გამარჯობა შენი.

მე: ღმერთმა გამარჯვება მოგცეს.

არაბი გაკვირვებული მიყურებს – საინტერესო სალამი დამიბრუნე?!

მე: საინტერესო ისაა, შენ რომ სალამი გამიქართულე.

არაბი: შენ ქართველო, ბევრი რამ არ იცი.

– მაინც რა არ ვიცი.

– ის, რომ არაბები წინათ ქრისტიანები იყვნენ და ეგვიპტელებიც.

– არაბო, ქართველების დამსახურებაა მაგი;

– რაო? როგორ? საიდან მოიტანე?

– მე არაფერი არ მომიტანია, ეს რეალობაა;

– ეჰ, ჩემო მეგობარო, ნუ მიწყენ და ძალიან გაქვთ ქართველებს თავში ავარდნილი;

– ცდები არაბო. რადგან ის არ იცი, თუ რატომ  გვაქვს ავარდნილი თავში – როგორც შენ ამბობ;

– მაინც რატომ ქართველო, შეგიძლია ერთი მაგალითი მითხრა;

– არაბო, თუ უწინ ქრისტიანები იყავით, ისიც გეცოდინება თუ სად გამოეცხადა მოსეს ღმერთი;

 

– დიახ, ვიცი, სინას მთა იყო ეს;

– ჰოდა აი მაგ მთაზე აღმაშენებლის აშენებული ტაძარი დგას დღემდე, მაგ ტაძარმა გადაგირჩინათ თქვენ ადამიანური წარსული. არც ის დაგავიწყდეს ჩემო არაბო, რომ იერუსალიმში ქართველები გაშლილი დროშებით შედიოდნენ ცხენებზე ამხედრებულნი. დიახ თავში გვაქვს ავარდნილი, როგორც შენ ამბობ. თუმცა ამას სხვა სახელი ქვიან. ახლა მეტს ვერაფერს გეტყვი, მეჩქარება.

– მოიცა ქართველო, ასეთი პასუხი არავისგან მომისმენია;

– როდის ჩამოხვედი აქ?

– მესამე დღეა;

– გირჩევ საქართველო მოიარო, კიდევ ბევრს გაიგებ, არათუ საქართველოზე, არამედ ამ სამყაროზეც;

– კარგი რა ნუ მეხუმრები, მართლა გეკითხები – აქ საქართველოში სამყაროს შესახებ რა უნდა გავიგო?

– სამხრეთში ჩემო არაბო, ზღვის დონიდან 3303 მეტრის სიმაღლის მთასთან ციხე გვიდგას, რომელიც ეგვიპტის პირამიდების ხნისაა. აბული ჰქვიან ამ ადგილს მეგობარო. და მაშინ ამ ადგილას ქურუმები ჩამოდიოდნენ და ასტროლოგიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. შენ თუ კი მართლა გინდა სამყაროს შეცნობა საქართველოდან, ადი იმ მთაზე და იქიდან გადმოიხედე, მიხვდები ნამდვილი სამოთხე სადაა და საიდან მოდის უძველესი ცივილიზაციები. იმასაც გეტყვი, რომ მარტო ეგ ერთი არაა იქ. გარშემო მეგალითური ნაგებობებია, რომლებიც კავშირში იყვნენ დიდ აბულთან. სამყაროს შეცნობა თუ მართლა გინდა, ეცადე დაადგინო როგორია ეს კავშირები და მერე მიხვდები რატომ გვაქვს ქართველებს თავში ავარდნილი;

– ქართველო, რასაც შენ მეუბნები, დიდი განაცხადია მაგი;

– ჰოდა დიდ განაცხადს დიდი ხალხი აკეთებს, დიდი ხალხი კი დიდ წარსულზე დგას;

– კარგი ჩემო ქართველო, იქნებ ისიც ამიხსნა წეღან რომ მითხარი თავში ავარდნას სხვა სახელი ჰქვიაო;

– ეგ ყველაზე მარტივია ტურისტო. ქართველების გონება ოდითგან ღმერთთან იყო ახლოს, ღმერთი ყოველ ქართველშია. ღმერთთან დიალოგი ყველას არ ძალუძს და ჩვენთან არს ღმერთი,ამიტომ ვინც ნამდვილი ღმერთი არ იცის ის

ვერ მიხვდება ვერასდროს ამ გონებრივ კავშირს და ამიტომ თავში ავარდნას გვაბრალებენ;

– შენ ქართველო, რომელი კუთხიდან ხარ?

– საქართველო ერთი კუთხეა!!!

– არ ვიცი, როგორ გკითხო, მაშინ ის მაინც მითხარი რომელი რეგიონიდან ან ისტორიული პროვინციიდან?

– ჯავახეთიდან.

– სიმართლე გითხრა არ გამიგია.

– აკი გითხარი კიდევ ბევრს გაიგებ საქართველოზე თქო!

– კარგი, მაშინ ასე რომ მეტრაბახები შენი ქვეყნითა და მხარეებით ერთი კაცი დამისახელე მსოფლიოში ცნობილი მაგ შენი ჯავახეთიდან.

თავი ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვაც შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.

– შალიკაშვილი!!!

– რაა?!

– რაც მკითხე ის გიპასუხე?!

– როგორ?

– როგორ და შენ მხარგრძელების ქვეყანას რაღაც კარგად არ იცნობ არაბო, ბირთვული ღილაკის მფლობელი აშშ-ს პრეზიდენტისა და თავდაცვის მდივანთან ერთად ჯავახი კაცი იყო. ადმინისტრაციულად ასპინძის რაიონიდან წარმოშობით და ამ რაიონის ნაწილი კი ისტორიული ჯავახეთია. გააქვს კითხვები?

არაბი დუმს…

– ქართველო, ძალიან დამაფიქრე;

– ჰოო?!… ჩვენ თავში გვაქვს ავარდნილი;

– ქართველო… მითხარი თუ ძმა ხარ, ჯავახეთის მაგვარი მხარე კიდევ რამდენი აქვს საქართველოს?

– ნამდვილი თუ რეალური?

– ………

– კარგი, რადგან ვერ ხვდები ჯერ მხოლოდ რეალურს გეტყვი.

კიდევ უფრო ღრმად ჩაფიქრდა, ისე რომ მხოლოდ ერთი რამ ვიგრძენი – დანა რომ დაერტყა ვინმეს მისთვის სისხლი არ გამოუვიდოდა..

– ოცდაერთი არაბო!

– ოცდაერთი?!

– დიახ, სულ ოცდაორია!

– შეგიძლია ჩამოთვალო?

– მე, რომ ჩამოგითვალო, გზას აღარ გააგრძელებ საქართველოში. გირჩევ შენ თვითონ მოინახულო!

– პირობას გაძლევ ქართველო, ყველა მხარეს მოვინახულებ! – კარგი დავიწყოთ – აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, ჰერეთი, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი, ხევი, მთიულეთი, ერწო-თიანეთი, თორი, თრიალეთი, სამცხე და ჯავახეთი.

– ქართველო!!!

– გისმენ!

– და რით განსხვავდებიან ეს მხარეები ერთმანეთისგან?!

– სიმღერით, ცეკვით, ტანისამოსით, ქცევით, ტრადიციებით, კულინარიით, ენით…

– წარმოვიდგინე, რომ საქართველო მეორე შვეიცარიაა.

– ძალიან ცდები სტუმარო.

– არ ვცდები, მისმინე ქართველო… შვეიცარია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოთხ ენაზე საუბრობენ – გერმანული, ფრანგული, იტალიური და რეტორომანული. შენ ხომ მითხარი ენითაც განსხვავდება საქართველოს მხარეებიო.

თავი ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვაც შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.

– საქართველოში ხუთ ენაზე საუბრობენ – ქართული, მეგრული, სვანური, აფხაზური და ლაზური… და ამას გარდა სამი უძველესი დამწერლობა ცალკე – ასომთავრული, ნუსხური და მხედრული!!! რა შვეიცარიაზე მელაპარაკები.

სახეზე ემჩნეოდა, ნელ – ნელა როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში.

– აკი გითხარი სამყაროს შეცნობა მარტო აქაა შესაძლებელი, ჩვენთან, სწორედ თავში ავარდნილ ქართველებთან! გააქვს კითხვები?!

– …………

– გაქვს თუ არა კითხვები?

დაბალ ხმაზე, ომში დამარცხებული სარდალივით და დამნაშავე ბალღივით, ისე რომ თვალებში ვეღარ მიყურებს, კრძალვით შემომბედა

– ქართველო, შეიძლება ნამდვილ საქართველოზეც მითხრა, რას გულისხმობდი?

თავი ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვაც შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.

– მე გეტყვი და შენ დაითვალე – ტაო, კლარჯეთი, შავშეთი, ლაზეთი, კოლა, არტაანი, სპერი, ნიგალი, ჩრდილი, ლორე, ბორჩალო, ჰერეთი, ქლუხორი, დვალეთი, ჯიქეთი…

– მოიცა ქართველო…

– რა იყო?

– შენ ალბათ უცხოეთის მიწაზე ქართულ ნაღვაწსაც ითვლი…

თავი კვლავ ამაყად ავწიე, წელში კიდევ უფრო გავიმართე, სუნთქვა კი აღარ შევიკარი, არამედ ერთი ამოსუნთქვით მივაყარე პირისპირ – ლევილი, სინას მთა, პეტრიწონი, ათონი, იერუსალიმი, ასტრახანი, მირგოროდი, ტოვენა…

არ დამასრულებინა.

– მოიცა ქართველო, ნამდვილ საქართველოს დავუბრუნდეთ.  ეს ტერიტორიები, რომ თქვენი აღარაა?!

ჩამოვჯექი…. ჩავფიქრდი…. ტირილი მომინდა…. ის იყო ყელში რაღაც მომაწვა… მერე თითქოს რაღაც გამახსენდა….. ძალიან ქართული….. ძალიან ღვთიური…. გამახსენდა, რომ ერთი ბოთლი ღვინო მანქანაში სულ ყოველთვის მიდევს ორი ლამაზი სანთლის ფიალით… ერთზე ახალციხის ციხეა გამოსახული, მეორეზე თბილისის. უკვე ვმშვიდდები ნელ-ნელა, ძალას ახალად ვიკრებ და მივხვდი, რომ ქცევით თუ გავაკვირვებ ამ სამყაროს, თორემ ამ არაბის დარდი სულაც არ მქონდა…

შევავსე ორივე ფიალა, ერთი გავუწოდე სტუმარს და კიდევ ერთხელ, ახლა უკვე ფიალით ხელში უფრო მეტად წელშიც და მხრებშიც გამართულმა არაბს გავხედე უკვე მოკრძალებული თვალითა, რადგან ის სტუმარია და მივაგებე:

– იცოდე მეგობარო – ის, რაც ჩემი ნებით არ დამითმია, დაკარგულად არ ითვლება!!! კეთილი იყოს შენი მობრძანება საქართველოში. ისიც იცოდე, რომ ტაო კლარჯეთშიც შეგიძლია წასვლა და კიდევ ყველგან სადაც საქართველოა.

ფიალა დაბლა დაწია, ჩაფიქრდა, თვალები აუწყლიანდა, დაპატარავდა…. მერე კი…. როგორც მე…. მანამდე რამდენიმეჯერ რომ გავიმართე წელში ცასა და მიწას შორის…. ზუსტად ისე გაიმართა, სახეც ოდნავ გაუნათდა… დოინჯიც შემოირტყა და უცებ ხმაც შეიცვალა:

– მე ქართველი ვარ!!!

ახლა მე დავუშვი ქვევით შესმული ფიალა…

ვერ მივხვდი….

მხარზე ხელი დამადო და ჩაილაპარაკა – მე ქართველი ვარ ქრისტიანი, ოთხასი წელია წასული ვარ აქედან… საქართველოს მოქალაქეობას ვითხოვ, უარს მეუბნებიან… მაპატიე, რომ აქამდე არ გითხარი, პირველად ვარ საქართველოში და მრცხვენია იმის თქმა, რომ მეშინოდა აქ ჩამოსვლის…

* * *

(II ნაწილი)

სამი თვის შემდეგ.

სატელეფონო ზარი სტამბულიდან.

– გისმენთ?!

– გამარჯობა, მეგობარო გურჯო!

– გაგიმარჯოს, მეგობრობის ბურჯო!

– ყოველთვის როგორ განსხვავებული მოსალმება იცი?!

– ჩვენებურები იმსახურებთ და ამიტომ ჩვენებურო.

– როგორ ხარ, როგორაა ჩემი გურჯისტანი?

– კარგად ჩვენებურო და საქართველოსაც არა უშავს ჯერ-ჯერობით.

– გურჯო, შენ რომ არაბი გამოგვიგზავნე…

– დიახ!

– გავაგზავნეთ მისი დნმ და სხვა ანალიზები ამერიკაში და პასუხიც მოვიდა.

სუნთქვა შემეკრა, დავიძაბე, წამის პაუზა საუკუნედ მომეჩვენა…

– გურჯო!

– გისმენ…

– დამტკიცდა – ქ ა რ თ ვ ე ლ ი ა!!!

– …………………………

უპეზე ცრემლი ვიგრძენი…

– ზუსტად ისეთივე ქართველია, როგორც ჩვენებური ლაზი, შავშელი, იმერხეველი და მაჭახელელი. წვეთი სისხლი არ აქვს აღრეული სხვა ერში. ამერიკულმა ლაბორატორიამ დაადასტურა მისი ქართულ-იბერიული გენეტიკური კოდი და საბუთიც გადმოაგზავნა. მოვიდა თუ არა პასუხი, იმ წამსვე დაგირეკე;

– ჩვენებ… ჩვენებურო – ძლივს აღმომხდა…

– გისმენ?!

– მადლობა…. ახლა ვეღარ გესაუბრები… მერე დაგირეკავ.

– გურჯო მოიცა!!!

– რა იყო?

– სხვა რამ მინდა გითხრა… ეგ არაბი… არაბი კი არა და ძირძველი ქართველი… სად იპოვე ან როგორ?

– რად მეკითხები?

– ყური კარგად დამიგდე გურჯო! მაგი არა მხოლოდ ქართველია… ის, ცისფერსისხლიანიცაა!

– ეგ საიდან მოიტანე, ეგეც ლაბორატორიამ დაადგინა?

ჩვენებური სტამბულიდან იცინის…

– არა, გურჯო შემოგევლე, მთავარი არ მითქვამს ჯერ… შენ ხომ იცი აქ სტამბულში ჩვენებურები – შავშები, ტაოხები და ლაზები ცოტანი არა ვართ. მათ შორის თავადური გვარების შთამომავლებიც არიან. საქმე ისაა, რომ ეგ დალოცვილი ყოფილი არაბი და ახლა უკვე ძირძველი ქართველი აქ როცა ჩამოვიდა, კლინიკაში ანალიზების ჩაბარების შემდეგ, მთხოვა სტამბულში ერთი კაცისთვის დამერეკა და თარჯიმნობა გამეწია, ის კაციც ქართველია, ოღონდ ენა არ იცის. მასთან ტელეფონზე დარეკვიდან ერთ საათში, ოთხი ჩვენებური ბიზნესმენი მოვიდა და ეს ჩვენი ძირძველი და მეც, ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროში აღმოვჩნდით, პირდაპირ გენერალური დირექტორის ოფისში, თან კიდევ ორი ჩვენებური მეწარმეც იქ დაგვხვდა… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, იქ ისეთი საუბარი შედგა აქ ტელეფონში ვერ გეტყვი… დამშვიდობებისას იმ „არაბმა“ ჩვენებური, სტამბულის ქართველი ბიზნესმენების პირით მთხოვა – როცა ანალიზის პასუხები ჩამოვა, შენზე მითხრა, იმ ჯავახ გურჯს გადაუგზავნეო… მე არაფერში მჭირდებაო… მანამდე კი არავის არაფერი უთხრაო… მეც მაგიტომ ვერ შეგეხმიანე, ამერიკიდან პასუხის მოსვლამდე…. და აქ რა საუბარიც შედგა, იქიდან მხოლოდ ერთს გეტყვი. მისი ცისფერსისხლიანობა იმ სასტუმროს ცისფერსისხლიანმა ხელმძღვანელმა შეატყო ძირძველს ქცევაზე.

– და რა ქცევა იყო ეს ჩვენებურო?

– ძირძველმა მისალმებისას, წელში გამართულად, ოდნავ და ცალ-ცალკე დაუკრა თავი იმ შვიდივე ჩვენებურს… შემდეგ მათთან მოლაპარაკების წარმოებისას ჯდომის მანერა ყველასგან განსხვავებული ჰქონდა… მას მარჯვენა ფეხი შიგნით სკამისკენ ჰქონდა შეწეული და ზედ მარჯვენა იდაყვით ეყრდნობოდა, ხოლო გაშლილ მარცხენა ფეხს მისკენვე შეტრიალებული ხელის გულით მუხლს ეხებოდა. თანამოსაუბრეებისკენ გულმკერდით იყო წინ ოდნავ გადახრილი, თვალებში უყურებდა ყველას თითქოს ერთდროულად და გვერდის შეცვლისას მორიგეობით იცვლიდა ხელისა და ფეხის მდგომარეობას ზუსტად იგივე ფორმით…

– ჩვენებურო… მადლობა… მერე კიდევ დაგირეკავ.

აღარ მახსოვს რამდენ ხანს ვიდექი უაზროდ გაშეშებული, არც ის მახსოვს თუ რატომ ვიდექი. ჩამოვჯექი… ვფიქრობ რა უნდა გავაკეთო…. მაგრამ… ვხვდები, რომ ჯერ ვერაფერს ვფიქრობ… ერთადერთი, რაც მოვიფიქრე იყო ის, რომ სანთლის ის ორივე ფიალა გადმოვიღე და ზედ დავაცქერდი… ვცდილობდი აღმედგინა სამი თვის წინანდელი საუბარი… ვერაფერი ვერ აღვიდგინე გარდა ერთისა, თუ როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში ჩემს საუბარზე… ისიც აღვიდგინე, რომ ვერანაირი იარაღი ვერ გამოიყვანდა მისგან სისხლს იმ მომენტში… და ბოლოს… ისევ სანთლისგან დამზადებული, ჩემი ფიალები დამეხმარნენ დასკვნის გამოტანაში… ის ხომ მხოლოდ მას შემდეგ გამომიტყდა ქართველობაში, როცა ფიალა გავუწოდე… რად მინდოდა ამერიკა და ლაბორატორიები… შემრცხვა ჩემი თავის…

წამოვდექი… რაღაც გამახსენდა…მე ხომ „თავში ავარდნილი ქართველი ვარ“… გამეღიმა… რაც იქნება, იქნება…

ვრეკავ ტელეფონზე…

– გისმენთ?!

– კაი გამარჯობა ძირძველო..

– ღმერთმა გამარჯვება მოგცეს ჯავახო…

გავიფიქრე, რა ნაცნობი საუბარია… ისიც გავიფიქრე, რომ მიხვდა იგი ლაბორატორიის პასუხი რომ უკვე ვიცი, თორემ თვითონ კი იცის ვინც არის, არ ჭირდება სხვისი დასკვნები.

– შენი ნახვა მინდა ძირძველო;

– ჩემო ჯავახო, თუ გახსოვს სამი თვის წინ პირობა მოგეცი – რომ ყველა მხარეს მოვინახულებდი საქართველოში. შენ რომ ჩამომითვალე, იქიდან ოცდაერთი მხარე უკვე მოვიარე… ახლა კი, ზეგანზე ავდივარ ჯავახეთს… ჩემი ნახვა თუ გინდა, ხვალ დილით შვიდ საათზე, იმ დიდი აბულის ძირას დაგელოდები…

ახლა კი მე გამეყინა სისხლი… ყველაფერს წარმოვიდგენდი და მის ასეთ პასუხს არა…

აბულთან შეხვედრისას ხელი პირდაპირ და მყარად გამომიწოდა, მხარზე ისეთი მეამბორა, რომ მეც იგივე გამომივიდა მასთან. გამახსენდა მისი არისტოკრატულობა და ისიც, თუ ნამდვილი ქართული სალმის ღვთაებრიობა რაში მდგომარეობდა… სალამი ხომ ღვთისაა ისეც… აი, მართლაც და თურმე რატომ გვქონია ჩვენ ქართველებს თავში ავარდნილი.

მეგალითს მივუახლოვდით და იქვე, თითქოს დაბარებულივით აღმართის დასაწყისში ბუნებამ ორი თანაბარ სიმაღლეზე მიშენებული ციკლოპის ნატეხი დაგვახვედრა, ზედ მოვკალათდით და საუბარი განვაგრძეთ:

– ძირძველო, გუშინ ჩვენებურებმა სტამბულიდან ბევრი რამ მითხრეს შენზე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე წესიერად… თუ ღმერთი გწამს ამიხსენი, ვინ ხარ? რა გვარის ხარ? საიდან? ან აქ რამ მოგიყვანა?

ყოფილმა არაბმა, აწ უკვე ქართველმა, ძირძველმა იბერიელმა თავი ასწია ამაყად, წელში გაიმართა, სუნთქვაც შეიკრა, პირისპირ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.

– ჩემი ნამდვილი გვარია ქარავანიძე!!! იცოდე ჩემო ჯავახო, საქართველოსკენ მალე დიდი ქარავნები დაიძრება ქართველებისა!!!

აბულივით გავშეშდი ზედ აბულზე…

ძირძველმა ზურგჩანთიდან ღვინო ამოიღო და თიხის ორი პატარა ფიალაც ამოაყოლა. წელშიც და მხრებშიც გამართულმა ორივე ქართველმა ღვინით სავსე ფიალები კიდევ უფრო მაღლა ავწიეთ, თანაც ისე, რომ თითქოს ცამდე ხელმისაწვდენად მხოლოდ აბულის მთა, ჩვენი მაღლა აწეული მარჯვენა და ზედ სავსე ფიალა იყო საკმარისი.

ძირძველი: ახლა კი ვხვდები ჩემო ჯავახო, თუ რატომ აქვთ ქართველებს თავში ავარდნილი, რომელსაც მართლაც სხვა სახელი ქვიან!!! განზრახი უნდა აღსრულდეს!!!

ფიალები დავცალეთ. თითქოს გონებაც გაიხსნა და სამყაროშიც ყველაფერი თავის ადგილას დადგა.

– ძირძველო ვინ მოდის, როდის და რისთვის, ან კიდევ და საიდან მოდიან?

– ჩემო ჯავახო, ოდესღაც საქართველოში დიდი გზა გადიოდა. „ბიზანტიის დაცემის შემდეგ, როცა ოსმალებმა შავი ზღვა ჩაკეტეს, აბრეშუმის გზამ საქართველოს გვერდი აუარა… სულხან-საბას მიზნად ჰქონდა ვაჭრობის შესახებ წინადადების შეთავაზება საფრანგეთისთვის, რათა გატარებულიყო აბრეშუმი, რომელიც გილანიისა და შემახიის პროვინციებში იწარმოებოდა. ისინი აბრეშუმის ერთადერთი მწარმოებლები იყვნენ სპარსეთში. ამ ორი პროვინციიდან სმირნამდე აბრეშუმის მიტანით, სადაც თითქმის მთლიანად იყიდებოდა, საქართველოს გავლით გზა სამი მეოთხედით შემცირდებოდა. ამას დაემატებოდა ვაჭრობა ცვილით, მატყლით, ტყვიით, თაფლით და ენდროს ფესვით, რომელიც წითელ საღებავს იძლევა და ის, როგორც ამბობენ, უხვად მოიპოვებოდა საქართველოს ბაზრებზე, რაც საფრანგეთისთვის ასევე ხელსაყრელი იქნებოდა გაესაღებინა თავისი მაუდის ნაწილი სხვა საქონელთან ერთად…“ მაგრამ მაშინ, ევროპელ მეფეს საქართველოსთვის არ ეცალა…

– ძირძველო, აღარ იტყვი საიდან ხარ ან აქ რამ მოგიყვანა?!

– შავშეთში ჩემო ჯავახო, არტაანის, ართვინის და იმერხევის გზაგასაყარზე ოდესღაც დიდი ქარვასლა იდგა… თამარ მეფე, რომელიც ტაო-კლარჯეთს სტუმრობდა გზად შემოაღამდა და მას ამ ქარვასლაში მოუსვენია… ამ ქარვასლის ადგილას ახლა ჩაიხანაა, რომელსაც იქაური ჩვენებურები ამუშავებენ… დღესაც კი, იმერხეველები, როცა ამ ადგილს გაივლიან, წუთით ჩერდებიან დიდი მეფის საპატივსაცემოდ და შემდეგ აგრძელებენ გზას… მე ძირძველს რომ მეძახი, წარმოშობით იქაური ვარ… ჩემი წინაპარი, თამარ მეფის დროიდან მოყოლებული ქარვასლებს ფლობდა აქ ნამდვილ საქართველოში… ეს ქარვასლები, ძირითადად ორსართულიანები ყოფილა, შემდგომში სამიც… მისი დანიშნულება იყო ინდოეთიდან და ჩინეთიდან მომავალი და უკან მიმავალი ქარავნების მომსახურება… ამისთვის ქარვასლა გარკვეულ კომპლექსს წარმოადგენდა, რომელშიც შედიოდა – საიმედოდ დაცული საწყობი ტვირთებისთვის, აქლემებისა და ცხენების სადგომი, სასტუმრო ოთახები, სასადილო, მოსასვენებელი და სხვა… უწინ, ქარვასლებით იყო გავსებული მთელი საქართველო… და ეს ქარვასლები ქმნიდნენ ქართველთა ქვეყნისა და ხალხის სიმდიდრეს… ტვირთის მოცულობიდან ოცდაათ პროცენტსაც კი აღწევდა ასეთი ქარვასლის მომსახურების საფასური… მთელი ჩემი საგვარეულო დაკავებული იყო ამ საქმიანობით და მაშინდელ სამეფო კარის ყოფა-ცხოვრებაშიც ღირსეული წვლილიც შეჰქონდა…

ამასობაში, დიდი აბულის მთაზე, საიდანაც კავკასიონიც კი თითქოს დაბლა ჩანს, ცა სრულიად გაიხსნა, ვაზის ჯვრის ქვეყანა, მისი მწვერვალებიც და მისი ღვთიური ცა მთლიანად ლურჯ ფერში იდგა…

კიდევ უფრო ღრმად ჩავფიქრდი, ისე რომ მხოლოდ ერთი რამ ვიგრძენი – დანა რომ დაერტყა ვინმეს ჩემთვის სისხლი არ გამომივიდოდა…

ძირძველმა წინაპრების სადღეგრძელოც დამალევინა და მუსაიფს დაუბრუნდა.

– მე არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი საამიროებში, მხოლოდ ის ვიცი გადმოცემით, რომ… როდესაც შაჰინ-შაჰები საქართველოში ლაშქრობდნენ, კახელებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მხარის შვილებიც გადასხეს ფერეიდანში… სავარაუდოდ, იქიდან გადავიდა ჩემი წინაპარიც არაბთა გაერთიანებულ ემირატებში…

უცებ რაღაც გაახსენდა ძირძველს და ფეხზე წამოვარდა, ფიალები შეავსო, თავი ასწია ამაყად, წელში გაიმართა, სუნთქვაც შეიკრა, პირისპირ დამიდგა და თვალებში ჩამხედა.

– სისხლის ყივილს გაუმარჯოს!!!

– ღვთის განაჩენი უნდა აღსრულდეს!!! – მეც მხარი ავუბი.

ომში დამარცხებული სარდალივით და დამნაშავე ბალღივით, ისე რომ ლამის თვალებშიც ვეღარ ვუყურებდი მანამდე… შემდეგ… შემდეგ სისხლი კი აღარ მეყინებოდა… არამედ… დავინახე… “დავინახე გარემოების საყვირი ადამიანი, რომელმაც რაღაცა მანქანებით ფუნქცია დაკარგა, თუმცაღა რესურსი მასში დარჩა“… და მერე სად, როგორ ადგილას გავიგე ეს მე… სამოთხის მწვერვალზე… ღმერთივით ბუმბერაზ აბულზე… დაილოცოს ღმერთო შენი განგება.

– ძირძველო, შენი ნაამბობის მიხედვით მესხი ყოფილხარ!

– ჯავახო, შენ მესხეთი არ გიხსენებია იმ ოცდაორ დასახელებაში;

– დიახ, საქმე ისაა, რომ მეც მესხი ვარ და იგი საქართველოს ულამაზესი მხარეების ერთ დიდ გაერთიანებას წარმოადგენდა ბაგრატოვანთა ერთიან სამფლობელოში;

– და რომელია ეს გაერთიანება?

– ტაო და კლარჯეთი, აჭარა და შავშეთი, სპერი და ნიგალი, კოლა და არტაანი, ჩრდილი და ჭანეთი, თორი, სამცხე და ჯავახეთი – ეს მხარეები მესხეთის ნაწილებია. ისიც იცოდე, რომ პირველად სიტყვა „ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო“ მესხეთში იშვა;

– კერძოდ რომელ ადგილას?

– არტანუჯის ციხეზე!

– რა საინტერესოა ეს ჩემი ქვეყანა?!

– მესხო ძირძველო, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ ვხვდები, რომ მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ არ გითქვამს ჩემთვის და კიდევ ის, თუ რომელ ქართველთა ქარავნებს უნდა ელოდოს, ეს თითქმის გათითოკაცებული ყოფილი ერი?!

ქართველმა არისტოკრატმა ოლიმპიური სიძლიერით ამოისუნთქა და მესხური სიდარბაისლით გამიღიმა…

– ჩვენი დიდი პაპა სულ გვეუბნებოდა ხალხურ ნათქვამს – შვილმა უნდა იცოდეს სად გაჩერდა მისი მამა, რომ იქიდან ზიდოს ცხოვრების ჭაპანიო… საკუთარმა სისხლმა და გენმა მაინც თავისი ქმნა… ჩვენ ჩვენი საგვარეულო საქმიანობა არასოდეს შეგვიჩერებია… თანამედროვე ენაზედ ქარვასლას ლოჯისტიკური ჰაბი ქვია… დიდი ხნის წინ ქარავანიძეების მიერ დუბაიში დაფუძნებულ დიდ კომპანიას, ჩემი უფროსი ძმა ხელმძღვანელობს… სწორედ მან გამომგზავნა აქ, საქართველოში… მისი დავალებით ვიყავი სტამბულშიც იქაური ჩვენებურების, როგორც სამომავლო პარტნიორების მოსაზიდად საქართველოში… ჩვენი კომპანია ფლობს ლოჯისტიკურ ტერმინალებს დუბაიში, ყატარსა და ჩინეთში… კომპანიაში არაერთი ქართველიც მუშაობს… როდესაც საქართველოზე გამავალი, პირველი გაზსადენისა და ნავთობსადენის პროექტები იწერებოდა, მაშინ მიიღო გადაწყვეტილება ჩემმა პაპამ, რომ მე ქართული ენა მესწავლა… წლების შემდეგ კი ორი რამ დაემთხვა ერთმანეთს, ანაკლიის პროექტის გახმაურება და ჩემი საყვარელი პაპის უჩვეულო პარალიზება… კაცი, რომლის ხელშიც, რამდენიმე ასეულ მილიონიანი კაპიტალი შექმნა ქარავანიძეების კომპანიამ… კლინიკაში სიკვდილის წინ მან ფურცელი და კალამი მოითხოვა… და ზედ მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერა მოასწრო…

– და რა სიტყვა იყო ეს?

მკითხველო მოგეხსენება, რომ აბული ყველაზე ცივ მხარეში დგას, საქართველოს დანარჩენ მხარეებთან შედარებით. მის მწვერვალზე კი ორი ქართველის სისხლი მხოლოდ დუღდა და ჩქეფდა. მხოლოდ ცრემლი იყინებოდა ორივეს სახეზე უგრძნობლად…

– ფ ე ს ვ ე ბ ი !!!

– ნუთუ?

– დიახ, ფესვები ეწერა, ოღონდ ქართულად… და ჩემს მეტი ვერავინ გაიგო რა ეწერა იმ ფურცელზე, რადგან ქართული მხოლოდ მე ვიცოდი. მისი სიკვდილის მერე მივხვდი, რომ მან ქართული იცოდა და არ ამჟღავნებდა… კომპანიის ინტერესების გამო…

დედამიწის ზურგზე არ არსებობს ეროვნება, რომლის ენაზეც შეიძლება დაიწეროს ან აიხსნას იქ დაუფლებული ჩემი განცდა. თუმცა, მე ხომ იმ მთაზე ვდგავარ საიდანაც რუსთველის მხარეც კარგად ჩანს და ზეზვას და მზიას დაბადების ადგილიც. ვის შეუძლია და რომელ ერს, ასე ერთად ორი მსგავსი რამ დამისახელოს მე, თავში ავარდნილ ქართველს. ნურც ის დაგვავიწყდება სად შეიკრა ვაზის ჯვარი… და წარმოვიდგინე სამი ღვთაებრივი საუნჯე – პირველყოფილი იბერიელი, ვაზის ჯვარი და ვეფხისტყაოსანი. როდის გვითხრა ილიამ ამის თაობაზე – ვეფხისტყაოსანი ხომ ღვთიურ ენაზეა დაწერილი, ვაზის ჯვარი ხომ ჩვენი რწმენისაა და მამულიც ხომ ადრეული საწყისებიდან მხოლოდ ჩვენია. აკი ვეუბნებოდი ჩემს ყოფილ არაბს, ეცადე დაადგინო ეს კავშირები დიდ აბულთან და მერე შეიცნობ სამყაროს საიდუმლოებებს თქო…

ძირძველმა განაგრძო:

– ჩემ დიდმა ოჯახმა პაპის დაწერილი სიტყვა ელექტრონულ საძიებო სისტემაში მოიკვლია და მთხოვეს გადამეთარგმნა იქ მოცემული ინფორმაცია…

სისტემის პირველ ველში შემდეგი ეწერა: „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“ გენერალი გიორგი კვინიტაძე.

მეორე ველში კი ქართული კინოფილმი „ფესვები“ იყო ატვირთული…

უყურეს მთელმა ქარავანიძეებმა ფილმს, მე ვუთარგმნიდი…

ამასობაში ლურჯმა მწვერვალებმა ნელ-ნელა ფერი იცვალეს. თითქოს სათქმელს აცდიდნენ ძირძველს… მოსაღამოვდა.

– ჯავახო, ერთი რამ მინდა შენგან;

– გისმენ;

– ქართველი ახალგაზრდები მჭირდება, ოღონდ ისეთები, თავში რომ ჰქონდეთ ავარდნილი. მე ერთი ძმა კიდევ მყავს, რომელიც ნიდერლანდებში ლოჯისტიკის კოლეჯს ხელმძღვანელობს. ახალგაზრდების სწავლას ჩვენ დავაფინანსებთ, რადგან საქართველოში წამოსულ ქარავნებს დახვედრა ჭირდება… ამისთვის კი ცოდნა და უნარებია საჭირო ადგილზე.

– მაინც რა უნარები ძირძველო?!

– მენეჯერული და ლიდერული.

– ძირძველო, ცოდნა კი ბატონო, მაგრამ უნარები ქართველს ისეც აქვს, ახალს მაინც ვერ ასწავლის ვერავინ;

– ეგ როგორ?

– როგორ და აბა დაუკვირდი. შენ ხომ იცი, რომ ყველა ქართველი ბუნებით თამადაა?!

– კი!

– მაშ მიპასუხე – ლიდერი უნდა იყოს თუ არა წარმოსადეგი?

– კი.

– და თამადა?

– დიახ!

– ლიდერი უნდა იყოს თუ არა განათლებული და კარგი ორატორი?

– კი.

– და თამადა?

– დიახ!.

– ლიდერს უნდა ჰქონდეს თუ არა იუმორის გრძნობა?

– კი.

– და თამადას?

– დიახ!.

– ლიდერმა უნდა მისცეს თუ არა გუნდის წევრებს მონაწილეობის თანაბარი საშუალება?

– კი.

– და თამადამ?

– დიახ!.

– ლიდერმა უნდა შექმნას თუ არა დელეგირება ჯგუფში?

– კი.

– და თამადამ?

– დიახ და მაშ ალავერდის გადასვლა სხვა რაღაა თუ არა დელეგირებით გუნდის წარმართვა?!

– ჰოდა, ჩემო არისტოკრატო, ვერ დაასახელებ ვერც ერთ წიგნს, ვერც ერთ ენაზე და ვერც თანამედროვე აკადემიას და კოლეჯს, რომელიც ქართული სუფრის აკადემიასთან ახლოს მოვა. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩვენ, ქართველებს თავში რატომ გვაქვს ავარდნილი?! ახლის სწავლა კი ქართველს ნამდვილად არ ეზარება, გააჩნია რის სწავლას სთავაზობენ. შენს ჰოლანდიელ ძმას კი ჩემგან გადაეცი, რომ ლიდერული უნარების სწავლებისას ევროპელებს უთხრას, რომ ლიდერსა და თამადას შორის ერთი განსხვავებაც არის.

– რა?

– თანამედროვე ლიდერი ფხიზელ გუნდს წარმართავს, ქართველი თამადა კი… ნასვამს!!!

ძირძველის არისტოკრატიული ღიმილი მეც გადმომედო…

ბოლოს მეგობარმა უბიდან პაპისეული არაბული ქისა ამოიღო, ციკლოპური ციხის ნაპირიდან ერთი მუჭა მიწა ქისაში მოათავსა და ჩაილაპარაკა – ეს დიდი პაპის საფლავისთვისო… თან გამომხედა, თითქოს მეკითხებოდა – ჰქონდა თუ არა უფლება ერთი მუჭა მიწის წაღებისა…

ამ დროს თავი კვლავ ავწიე ამაყად, წელში გავიმართე, სუნთქვა შევიკარი, პირისპირ დავუდექი და თვალებში ჩავხედე.

– არ დაგავიწყდეს ძირძველო, რომ მსოფლიოში 52 ტიპის ნიადაგია აღიარებული და აქედან 49 საქართველოში მოიპოვება!!! ამდენი მხოლოდ რეალურ საქართველოშია, ნამდვილში კი ორმოცდათორმეტივეა!!! ახლა ხომ გაიგე ძირძველო, თუ როგორ დააბერტყა ზეციერმა სრულიად საქართველოს ღვთიური კალთა!!! ჰო და ჩვენ თავში გვაქვს ავარდნილი!!!

– გასაგებია ჩემო ჯავახო ყველაფერი. შენ ახსენე – გათითოკაცებული ყოფილი ერი. ჩემგან კი იცოდე, რომ საქართველო დაიბრუნებს თავის ისტორიულ სახელმწიფო ფუნქციას და გახდება იგი ევროპა-აზიის მთავარი სავაჭრო კარი!!! ქარავანი არ ჩერდება, ქარავანი მიდის!!!

და ქართველების ქარავანი არ გაჩერდება არასოდეს!!!

დასასრული.

—————————————————————–

P.S. როცა პირველი ნაწილი დაიპოსტა, არაერთი ქართველი ემიგრანტი შემომეხმიანა მე, როგორც ავტორს… ყველასთან მხოლოდ ერთი პასუხი მქონდა – მალე დაიძრებით თქვენ ქართველებო საქართველოსკენ. აქ იმდენი საქმე იქნება, რომ დედამიწის ქართველობა არც კი ვეყოფით!

მე მწერალი არ ვარ და არც მაქვს პრეტენზია პროზაიკოსობისა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავი ყოველთვის ამაყად ასწიეთ, წელში გაიმართეთ, სუნთქვა წამით შეკარით, ნებისმიერი ეროვნების, ნებისმიერი პოზიციის და ნებისმიერი მსოფლმხედველობის ადამიანის წინაშე პირისპირ დადექით, თვალებში ჩახედეთ და გაუღიმეთ…

მე თქვენ მხოლოდ შეგახსენეთ

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო !!!

რანი ვიყავით… რანი ვართ… და საით უნდა წავიდეთ…

არ დაგავიწყდეთ არასოდეს, რომ ქართველების გონება ოდითგან იყო კავშირში ღმერთთან… და ეს ქვეყანა მალე ოლიმპიური სიმშვიდით ამოისუნთქებს.

განზრახი უნდა აღსრულდეს!!!

გამარჯვებით გევლოთ თავში ავარდნილო ქართველებო!!!

გმადლობთ.”

ზურაბ მაღრაძე

წყარო:http://kartuli.kvira.ge/2020/02/18/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D/?fbclid=IwAR2EVJnuWJibLqhn5PvOXSA303VXzK7leSdV6zR04lpruH3ArV7O_LyLSRw

 

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати