USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
дата:  759

თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები.აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

"ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით.იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან.ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო:https://www.facebook.com/mod.gov.ge

спорт
ილია სულამანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალი ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო.
ფინალურ შეხვედრამდე ილია სულამანიძემ ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და უნგრელი შომბორ ვეგი დაამარცხა. ნახევარფინალში კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს სძლია. ქართველმა ძიუდოისტმა კონტინენტის პირველობაზე ვერცხლი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა ბექაურმა მოიპოვეს. 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати