USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე ვირუსისგან დამცავი ფარების წარმოებას იწყებს
Date:  951

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე ვირუსისგან დამცავი ფარების წარმოებას იწყებს.

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალები ეცადნენ, რომ ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება.

ასევე მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას“ ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5 000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში. ეს წარმოება გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტრო და „დელტა“ ასევე, მუშაობს სხვა საშუალებებზე, რაც არის მისასალმებელი. მინდა ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები კრიზისის დაძლევის საქმეში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way