USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან
თარიღი:  620

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკრაინაში ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები გმირები არიან. აღნიშნული განცხადებით თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლის შესაბამის კითხვას უპასუხა.

„პირადად ჩემთვის გმირები არიან. როდესაც ადამიანი იცავს ისეთ ღირებულებას, რომელსაც პატივს ვცემ, ის ჩემთვის გმირია. მათ შორის, 10%-იც კი რომ იყოს იმ განწყობით, ამით ჩემი ქვეყნის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა ყველას პატივს ვცემ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის