USD 2.7234
EUR 3.1695
RUB 3.5031
Tbilisi
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
Date:  1267
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ სვლას აგრძელებს ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, -81 კგ). მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, ვაზარით გაიმარჯვა ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან და ნახევარფინალში გავიდა.
ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე იქნება კორეელი იონვან ლი.
tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way