USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
Date:  776

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება საბაჟო საწყობში მოხდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია."ტელეგრამ" არხ Mash-ის ცნობით, კომპანია Inter Logistics-ის საწყობში ელექტრომობილების ბატარეები აფეთქდა და საწყობი დარტყმის ტალღამ გაანადგურა.დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უზბეკეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way