USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ტაქსის მძღოლი - მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევ
თარიღი:  1516

სასიხარულოა, რომ ძნელბედობის ჟამს ბევრი ჩვენი თანამოაქალაქე სამოქალაქო შეგნების მაგალითებს გვიჩვენებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ლუგარის ლაბორატორიის ლაბორანტის ეკატერინე უგრეხელიძის პოსტი: 

"რომ არ დავპოსტო, არ შემიძლია... ტრანსპორტის სიმცირის გამო, დღეს ტაქსით მომიწია სამსახურში წასვლა (ლუგარში).

აქ მუშაობთო, მკითხა ტაქსის მძღოლმა... კი-მეთქი, ვუპასუხე... მე ლუგარის თანამშრომელს ფულს არ გამოვართმევო, ლუგარი დღეს ფრონტის წინა ხაზზეა და მეც ხომ რამე უნდა გავაკეთო ამ ბრძოლაშიო... შუა ხნის მამაკაცი იყო... გული ისე ამიჩუყდა... მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა... საოცარი... აი ასეთი ადამიანების წყალობით გადავიტანეთ ალბათ ამდენი გაჭირვება...

ამ „ბრძოლასაც“ (როგორც მან უწოდა) გადავიტანთ...

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის