USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
თანამედროვე ტექნოლოგიების წინაპრები
თარიღი:  801

ალბათ ბევრს გვგონია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები დღევანდელი ეპოქის შედეგია. ეს ასე არ არის,  ის რაც დღეს ჩვენი ეპოქის მიღწევებად ითვლება  დიდი ხნის წინ, ათწლეულების  განმავლობაში იქმნებოდა. გთავაზობთ, რამდენიმე გამოგონებას, რომლებიც დღევანდელ თანამედროვე ტენოლოგიების შექმნას დაედო საფუძვლად:

ვაქცინა - 1796

ედვარდ ჯენერმა პირველი ვაქცინა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს შექმნა. ეს იყო ვაქცინის მარტივი ვერსია, რომელიც მან ყვავილის წინააღმდეგ გამოიყენა.

ჯენერის რძალს ყვავილი სჭირდა. გამომგონებელმა მისი გამონაყარიდან სითხე აიღო. შემდგომ კი იგი 8 წლის ბიჭის სამკურნალოდ გამოიყენა და სწორედ ეს ბიჭი იყო მისი პირველი საცდელი ობიექტი. ცდის ობიექტ ბიჭს, ჯერ სიცხემ აუწია, თუმცა მალევე მდგომარეობა გაუმჯობესდა და ბიჭიც განიკურნა.  ჯენერმა ყვავილის ვაქცინა ოფიციალურად წარადგინა, რადგან ბიჭს ყვავილის წინააღმდეგ იმუნიტეტი განუვითარდა.

ელემენტი - 1800

20 მარტს Volta-ს ელემენტებს 216 წელი შეუსრულდება. გამოგონების ავტორი იტალიელი ალესანდრო ვოლტია.

იმ დროს გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის გამტარობისათვის ცოცხალი ორგანიზმია აუცილებელი. სწორედ ამ თეორიის საპასუხოდ, ვოლტამ თავის მოწყობილობას „ხელოვნური ელექტრო ორგანო“ შეარქვა.

მან მოწყობილობის შექმნისას რკინის დისკები და მარილწყალში გაჟღენთილი ქსოვილი გამოიყენა, რადგან ისინი ელექტროენერგიას ატარებდნენ. ასე შეიქმნა ელემენტები.

მიკროფონი - 1876

მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ბელიმ ტელეფონი აჩუქა კაცობრიობას, გერმანელმა კლერკმა, ემილი ბერლინერმა შეამჩნია, რომ მოწყობილობის ხმის გადამცემი საკმაოდ სუსტი იყო.

ბერლინერს ელექტროენერგიის ელემენტარული ცოდნა ჰქონდა, მან მუშაობა დაიყო გადამცემზე, რომელმაც ბელის მიერ გამოგონებულ მოდელზე ხმა გააძლიერა.

ბელის კომპანია, American Bell Telephone Company აღფრთოვანდა ბერლინერის გამოგონებით და იგი ლაბორატორიაში ასისტენტადაც აიყვანა. მიკროფონი კი ბელის ტელეფონებს შეემატა.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა -1886

1886 წელს, შობის დღესასწაულის შემდეგ, ჯოზეფინ გარის ჯოჩრანმა თავისი გამოგონების დაპატენტების მიზნით, აშშ-ს საპატენტო ოფისს მიმართა.

მისი გამოგონება ასე გამოიყურებოდა: მოწყობილობას ბევრი ჭურჭლისა და თასის ზომის მავთულებით დამზადებული კუპე ჰქონდა, რომელსაც მბრუნავი ბორბალი ცხელ და საპნიან წყალს ასხამდა.

კოჩრანი თავისი გამოგონების ასაწყობად კომპანიას ეძებდა. ეს კომპანია მალე Kitchenaid გახდა.

კონტაქტური ლინზები - 1887

კონტაქტური ლინზები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონეს. იგი ადამიანის მთელ თვალს ფარავდა და მათ „სკლერულ ლინზებს“ უწოდებდნენ. იგი ხელოვნური თვალების მწარმოებელმა კომპანიამ, F.A. Mueller-მა გამოიგონა.

ესკალატორი - 1891

ნიუ-იორკელი გამომგონებლის, ჯესი რენოს წყალობით, ადამიანებმა კიბეების მექანიზაცია მე-20 საუკუნემდე დაიწყეს. რენოს პირველი მოდელი Old Iron Pier-ში კონის კუნძულებზე დამონტაჟდა. გამოგონებამ მალე ინდუსტრიული რევოლუციის მაღაროელებსა და მუშებში დიდი მოწონება დაიმსახურა- სულ ცოტა ხანში, მუშები მუშაობისას ნაკლებ ენერგიას ხარჯავდნენ მოძრავი კიბეების დახმარებით

მანქანის რადიო - 1919

დიახ, საუბარია რადიოს იმ მავთულებზე, რომლებიც მანქანის წინა და უკანა მხარეს არის დამონტაჟებული!

რადიოების ნიუ იურკელმა მწარმოებელმა  გრებმა მანქანის რადიოს პირველი ვერსია გამოიგონა, როელიც 1920-იანი წლების შემდეგ ავტომანქანის განუყოფელ ნაწილად იქცა.

გრების გამოგონება შედგებოდა უკანა სავარძელზე დამონტაჟებული ვაკუუმის მილებისგან, რომელსაც პატარა ძრავი ამუშავებდა და ცალკეული ელემენტებისგან, რომლებიც რადიოს ამუშავებდნენ.

ხელოვნური გული - 1961 წელი

1961 წელს ექიმ ჰენრი ჰეიმლიჩის დახმარებიით, კომიკოსმა და ხმის იმიტატორმა პოლ ვინჩელმა ხელოვნური გულის პატენტი წარადგინა.მოწყობილობა შედგებოდა მცირე ბატარეისგან რომელიც სხეულის გარეთ მაგრდება და აკონტროლებდა სისხლის მომოქცევას. ვინჩელის დიზაინი 2 წლის შემდეგ აღიარეს. 1982 წელს ექიმმა რობერტ ჯავრიკმა ადამიანს ხელოვნური გული წარმატებით გადაუნერგა.

დრონი - 1964

პირველი უპილოტო საჰაერო ხომალდი Lockheed D-21B იყო.

საჰაერო ხომალდმა 1969 და 1971 წლებში, ჩინეთის გარშემო საჰაერო სადაზვერვო მისია ჩაატარა. თუმცა, მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შეჩერდა ავარიული დაშვებების მაღალი მაჩვენებლის გამო. მაგრამ პრეზიდენტმა ნიქსონმა ჭკვიანი თანამგზავრი ფოტოების გადასაღებ მექანიზმად გამოიყენა.

ინტერნეტი - 1969

1969 წლის 29 ოქტომბერს UCLA-ის ინჟინრებმა ახლად შექმნილი ქსელის, ARPANET-ის საშუალებით სტენფორდის სამეცნიერო ინსტიტუტში სიტყვა “LOG” გააგზავნა.

ეს იყო პრიმიტიული ქსელური სისტემა, რომელიც ინტერნეტის შექმნას დაედო საფუძვლად.

მობლური ტელეფონი - 1973

პირველი მობილური ტელეფონი Motorola-მ შექმნა, მისი გამომგონებელი კი მარტინ კუპერი იყო. მოწყობილობა მომხმარებელს მხოლოდ 30 წამიანი სატელეფონო ზარის გაკეთების საშუალებას აძლევდა, მის დასატენად კი 10 საათი იყო საჭირო. მისი წონა დაახლოებით 2.5 კგიყო.

GPS – 1978

1978 წელს Navastar1-ის სახელით ცნობილმა სატელიტი პირველად გაეშვა ორბიტაზე. სწორედ ამ სატელიტმა ჩაუყარა საფუძველი ახალი კავშირგაბმულობის ეპოქას. 1978 წლის გაშვების წყალობით, დღეს ჩვენს მობილურ მოწყობილობაზე ჩვენი გადაადგილების რუქაზე ნახვა შეგვიძლია.

MP3 – 1979

2 ათწლეულით ადრე, სანამ Apple Ipod-ს წარადგენდა, ბრიტანელმა გამომგონებელმა ჯეინ კრამერმა თავისი ახალი ციფრული აუდიო საკრავი დააპატენტა. მოწყობილობას IXI ერქვა.

ეს მოწყობილობა სიგარეტის კოლოფის ზომის იყო. მას 4 ღილაკიანი სამართავი სისტემა ჰქონდა და მუსიკის მოსმენა მხოლოდ ნახევარი წუთით იყო შესაძლებელი.

წყარო:http://insource.ge/

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.