მელიქ აზარიანცის სახლის სარდაფების გამოჩენამ ბევრის გაოცება გამოიწვია, არა და მაგ სახლის უკან მიწისქვეშა გადასასვლელის სიღრმეები მრავალ სართულზე მიდის მიწაში. კომუნისტებს უნდოდათ მისი დანგრევა 80-ანებში, როცა ზემელის აფთიაქის შენობა დაანგრიეს, მაგრამ არქიტექტორებმა და გეოლოგებმა არ ურჩიეს ამის გაკეთება, რადგან გამოთავისუფლებული ხევი შესავსებად რთული პრობლემის წინაშე დააყენებდა ქალაქს. სახლის ისტორიას ეხლა არ ჩავუღრმავდები, ბევრი ითქვა ამის თაობაზე. ამ სახლის ფოტოების გამოჩენის შემდეგ ინტერნეტ პორტალებზე ზოგიერთმა სომეხი ეროვნების ადამიანმა არც ისე კორექტული პოსტები ატვირთა ასეთი სულისკვეთებით -"თბილისი ჩვენ ავუშენეთ", "ჩვენი იყო ეგ ქალაქი", "სომხური ქალაქი იყო თბილისი".
ამ ადამიანებს მაქსიმალურად კორექტულად ვუპასუხებ. პირველ რიგში ქართველებს არ ახასიათბთ საკუთარი მიღწევებით გადაჭარბებული ტრაბახი, შეიძლება ამიტომაცაა ჩვენი ქართველი მეცენატების და მეწარმეების ისტორია ჩრდილში. ამ პოსტში მე მინდა მოგიყვეთ იმ ქართველების შესახებ, ვინც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20-ის 20-ან წლებამდე ქმნიდა თბილისის არქიტექტურულ იერსახეს და ქართულ წარმოების საფუძვლებს. მაგრამ ყველაფერს დავიწყებ კრწანისის ომის შედეგებით...
კრწანისი ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ მალევე აღა მახმად ხანი და სპარუსლი ჯარი თბილისში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ბოლოს ცეცხლს მისცეს, ქალაქი გაივსო მიცვალებულებით. ეს იყო გაშმაგებული შურისძიება ერეკლეს მიერ რუსეთთან ხელმოწერილი "გეორგევსკის ტრაქტატის" გამო. ქალაქი სრულად გადაწვეს-თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ხანძარი, რომელმაც მიწასთან გაასწორა იგი.
სპარსელებმა 15 ათასამდე თბილისის მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. კრწანისის ბრძოლამ წარმოუდგენელი დარტყმა მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს და კერძოდ თბილისს, რომელიც სრულიად გავერანებილი, ნანგრევებად ქცეული დარჩა. რუსეთის იმპერიისთვის კი, რომლის დახმარების იმედი ერეკლე მეფეს ბოლო წუთამდე ჰქონდა, გადამწვარ-გაპარტახებული ქართლ-კახეთი იოლი საკბილო იყო. კრწანისის მარცხის მერე მალევე 30 000-ანი რუსული ჯარი, ჩადგა ამიერკავკასიაში და თავის ინტერესების გავრცელება დიაწყო.
1801 წლის სრული ანექსიის შემდეგ იწყება განადგურებული თბილისის აღდგენის გეგმის განხორციელება რუსული იმპერიული ხედვის მოდელზე- ამპირი, ნეო-კლასიციზმი, ნეო-გოთიკა, ნეო-ბაროკო, მოდერნი, არტ ნუოვო და ფსევდო-მავრიტანული სტილის ხორცშესხმა შენობების არქიტექტურაში. ქალაქის მთავარი არქიტექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ- იტალიელი ჯოვანი სკუდიერი (მშარლი ხიდის ავტორი), ალბერტ ზელცმანი ( ცისფერი გალერეის და სასულიერო სემინარისს შენობის ავტორი ), ალექსანდრე ოზეროვი ( ძირითადი სტილი "გოთიკა", ცნობილი 66 სკოლის შენობა), ალექსანდრე შიმკევიჩი ( რუსთაველის თეატრის, კონსერვატორიის და დღევანდელი საკრებულოს შენობების ავტორი), ლეოპოლდ ბილფელდი... შესბამისად აღმშენებლობის პროცეში ქალაქის მთავარი არქიტექტორრბის გარდა მონაწილეობას იღებდა უამრავი სხვადასხვა არქიტეორი, რომელიც გენერალური გეგმის ფარგლებში ქმნიდნენ თბილისის უნიკალურ არქიტექტურულ ქსოვილს!
ამ პერიოდში "თურქმანჩაის ხელშეკრუელბით" რუსეთს ირანმა გადასცა ერევნის სახანო (სომხეთს სახელმწიფოებრიობა დაკარგული ქონდა მრავალი საუკუნის მანძილზე, ის იყო სპარსეთის პროვინცია - ერევნის სახანო), რაც შესაძლებლობას აძლევდა სომეხ ხალხს შედარებით მშვიდად ეცხოვრა და ემოღვაწა ქრისტიანულ გარემოში რუსეთი იმპერიის ფარგლებში და მიეღწიათ ძლიერი სტაბილური ფინანსური კეთილდღეობისათვის, თბილისში სომხური დიასპორის ყველაზე დიდი მიგრაციული ტალღა სწორედ მე-19 საუკუნის დასაწყისში ფიქსირდება, როდესაც სომხებმა გააცნობიერეს თბილისის როგორც ცენტრის როლი ამიერკავკასიაში და მასობრივად დასახლება დაიწყეს აქ. იმ პერიოდში ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ სომხები შეადგენდნენ. თუმცა რუსეთის იმპერიაში შესვლამ და მალევე ბატონ-ყმობის გადაგდებამ, უამრავ ქართველს უბიძგა დედაქალაქში დასახლებისკენ. ქალაქის ხელახლა აშენების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა, თბილისი სწრაფად იზრდებოდა. ზრდა ხდებოდა ძირითადად ეთნიკური ქართველების ხარჯზე. უმიწოდ გათავისუფლებული გლეხობა ახლად ჩასახულ კაპიტალისტურ წყობაში თავისი არსებობის ადგილს თბილისში ეძებდა. ამ პროცესში წარმოიშვა ახალი ფენა-მეწარმე ბურჟუაზია, საკმაოდ შეძლებული ფენა, რომლებსაც გაუჩნდათ ფუფუნების ქონის აუცილებლობა - ძვირფასი სახლები, რეზიდენციები, ბიზნეს-სივრცეები. მანუფაქტურები. ქალაქი სრულიად იცვლებოდა ამ ახალი შეძლებული ფენისა და იმ ეპოქის არქიტექტორების ხელში. ზოგი ქართველი იყო, ზოგი სომეხი, ზოგი ებრაელი, ზოგი აზერბაიჯანელი, ზოგი რუსი... ეს იყო მულტიკუტურული ქალაქი.
ამჯერად ქართველებზე მინდა მოგიყვეთ, ქართველ მეწარმეებზე, მეცენატებზე და თავად-აზნაურობაზე, რომლებმაც აქტიური წვლილი შეიტანეს თბილისის ისტორიული ცენტრის არქიტექტურის ჩამოყალიბაბში.
ალბათ თბილისის იერსახე ისეთი არ იქნებოდა რომ არა უდიდესი მეწარმეების, ქველმოქმედების და საზოგადო მოღვაწეების - ძმები ზუბალაშვილების ( სტეფანე, პეტრე, იაკობი, ლევანი) როლი ამ ქალაქის ისტორიაში. თავდაპირველად მათ კაპიტალი შაქრის, არყის და სხვა პროდუქციის წარმოებით დააგროვეს, მოგვიანებით კი ბაქოს ნავთობის საბადოების ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები გახდნენ, რამაც უდიდესი ფინანსური სიმდიდრე მოუტანათ. ძმებმა თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს და თბილისის აღმშენებლობას მოახმარეს. მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: მარჯანიშვილის თეატრი (ყოფილი სახალხო სახლი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კონსერვატორია. ძმებმა უზარმაზარი თანხები გაიღეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (დღევანდელი თსუ-ის პირველი კორპუსი) მშენებლობისთვის, ასევე მხარი დაუჭირეს კონსერვატორიის დაარსებას. მათ სახელს უკავშირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაც. მათ ააშენეს სასტუმრო "პალასი" ( დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი თავისუფლების მოედანზე), ასევე სასტუმრო "ოტელ დე ფრანსი" (თავისუფლების მოედნისა და ტაბიძის ქუჩის კუთხის შენობა) ასევე ავლაბრის პირველი საბავშვო საავადმყოფო. მათი ქველმოქმედების ერთ-ერთი ნიშანდობლივი მაგალითია უპოვართა სახლი, რომელშიც დღეს განთავსებულია ვერის გამგობა. მათ დააფინანსეს ასევე წმინდა პეტრესა და პავლეს სახლობის კათოლიკური ეკლესია თბილისში. სხვათაშორის მათი დაფინანსებით აშენდა ბათუმის სახედ ცნობილი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარიც. მათი საცხოვრებელი რეზიდენცია, 3 სართულიანი შენობა მდებარეობდა სასტუმრო "პალასისი" გაგრძელებაზე თავისუფლების მოედანთან, თუმცა კომუნისტბის მმართველობისას იგი დაანგრიეს.
განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია დავით სარაჯიშვილი, როგორც ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, 1888_ში მან გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა მთელს მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე აშენებული ღვინის ქარხანა სწორედ მისი თანხებითაა დაფინანსებული, რომელიც დღეს მულტიკულტურულ გასტრონომეულ და კულინარიულ სივრცედაა წარმოდგენილი. დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება ქაშვეთი ეკლესიის მშენებლობა, მან უდიდესი ფინანური წვლილი და პირადი ინიციატივა შეიტანა ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი სახლი შექმნილი ქართული ნაციონალრი არქიტექტურული ელემენტების გავლენით, დღეს იქ განთავსებულია მწერალთა სახლი. ასვე მის სახელს უკავშირდება რამოდენიმე საშემოსავლო სახლი ძველ თბილისში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მეწარმის და მეცენატის გიორგი ქართველიშვილის ღვაწლი ამ ქალაიქსთვს. გარდა ხის დამზადების და სარკინიგზო მშენებლობის ბიზნესისა იგი აფინანსებდა მრავალი წიგნის ბეჭდვის პროექტებს. მათ შორისაა მიხაი ზიჩჰის მიერ დასურათებული "ვეფხისტყაოსანის" გამოცემა. თბილისის არქიტექტურულ სივრცეში მანაც დატოვა წარუშლელეი კვალი სოლოლაკის რეზიდენციით, რომელიც თბილისური არქიტექტურის შედევრია არტ ნუოვოს სტილში.
მოდერნის სტილში ერთ-ერთი თვალსაჩინო შენობაა ერასტ ჭავჭანიძის სახლი აღმაშენებელზე ასევე განსაკუთრებულად გამორჩეულია ქართველი თავად აზნაურობის რეზიდენციები და სახლები : ორბელიანების სასახლე ( პრეზიდენტის რეზიდენცია), თეკლა ბაგრატიონის სასახლე ( ამჟამად სასტუმრო) , ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახლი ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე. თავადი გაბაშვილის "მაქმანის სახლი", მრავალი სხვა არქიტექტურული მარგალიტი, რომელიც ამ ქალაქის იერსახეს ქმნის დღემდე და მრავალი რომელიც განადგურდა სამწუხაროდ!
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ერის წარმომადგენელს, რომელსაც თბილისისათვის უღვაწია და ეს ქალაქი აქამდე მოუტანია. მინდა ჩვენს წინამპრებსაც მადლობა ვუთხრა, მათით მოვდივართ და ჩვენ მშვენივრად გვახსოვს ყველაფერი რაც კი თქვენ შეგიქმნიათ, რითიც ჩვენ ვამაყობთ.
და ვიღაც გაურკვეველ პროვოკტორებსაც მინდა ვუთხრა __ ერი რომელსაც აქვს თავის დამწერლობა, შეუქმნია "ვეფხისტყაოსანი" და ქართული მუსიკალური პოლფონიური მრავალხმიანობა, ერი რომელიც გადარჩა უკიდურესად მტრულ სამეზობლოში ათასწლეულების მანძილზე, ააშენა სვეტიცხოველი და გამოკვეთა ვარძია და მომავალს მაინც იმედიანად უყურებს, არასდროს ითხოვს, რომ ვინმემ რამე შეუქმნას, რაც შემდეგ წამოძახების მიზეზიც შეიძლება თურმე გახდეს...
მადლობა ყველა თბილისელს ქართველს თუ არაქართველს , ვისაც უყვარს ეს ქალაქი და მას თავის დედად მიიჩნევს! ჩვენი თბილისი ჩვენ გვაერთიანებს.