USD 2.6042
EUR 2.9407
RUB 3.1195
თბილისი
თამუნა ლეჟავა: -ზოგიერთმა სომეხი ეროვნების ადამიანმა არც ისე კორექტული პოსტები ატვირთა ასეთი სულისკვეთებით -"თბილისი ჩვენ ავუშენეთ", "ჩვენი იყო ეგ ქალაქი", "სომხური ქალაქი იყო თბილისი"
თარიღი:  622
მელიქ აზარიანცის სახლის სარდაფების გამოჩენამ ბევრის გაოცება გამოიწვია, არა და მაგ სახლის უკან მიწისქვეშა გადასასვლელის სიღრმეები მრავალ სართულზე მიდის მიწაში. კომუნისტებს უნდოდათ მისი დანგრევა 80-ანებში, როცა ზემელის აფთიაქის შენობა დაანგრიეს, მაგრამ არქიტექტორებმა და გეოლოგებმა არ ურჩიეს ამის გაკეთება, რადგან გამოთავისუფლებული ხევი შესავსებად რთული პრობლემის წინაშე დააყენებდა ქალაქს. სახლის ისტორიას ეხლა არ ჩავუღრმავდები, ბევრი ითქვა ამის თაობაზე. ამ სახლის ფოტოების გამოჩენის შემდეგ ინტერნეტ პორტალებზე ზოგიერთმა სომეხი ეროვნების ადამიანმა არც ისე კორექტული პოსტები ატვირთა ასეთი სულისკვეთებით -"თბილისი ჩვენ ავუშენეთ", "ჩვენი იყო ეგ ქალაქი", "სომხური ქალაქი იყო თბილისი".
 
ამ ადამიანებს მაქსიმალურად კორექტულად ვუპასუხებ. პირველ რიგში ქართველებს არ ახასიათბთ საკუთარი მიღწევებით გადაჭარბებული ტრაბახი, შეიძლება ამიტომაცაა ჩვენი ქართველი მეცენატების და მეწარმეების ისტორია ჩრდილში. ამ პოსტში მე მინდა მოგიყვეთ იმ ქართველების შესახებ, ვინც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მე-20-ის 20-ან წლებამდე ქმნიდა თბილისის არქიტექტურულ იერსახეს და ქართულ წარმოების საფუძვლებს. მაგრამ ყველაფერს დავიწყებ კრწანისის ომის შედეგებით...
 
კრწანისი ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ მალევე აღა მახმად ხანი და სპარუსლი ჯარი თბილისში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ბოლოს ცეცხლს მისცეს, ქალაქი გაივსო მიცვალებულებით. ეს იყო გაშმაგებული შურისძიება ერეკლეს მიერ რუსეთთან ხელმოწერილი "გეორგევსკის ტრაქტატის" გამო. ქალაქი სრულად გადაწვეს-თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ხანძარი, რომელმაც მიწასთან გაასწორა იგი.
 
სპარსელებმა 15 ათასამდე თბილისის მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დარჩენილი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. კრწანისის ბრძოლამ წარმოუდგენელი დარტყმა მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს და კერძოდ თბილისს, რომელიც სრულიად გავერანებილი, ნანგრევებად ქცეული დარჩა. რუსეთის იმპერიისთვის კი, რომლის დახმარების იმედი ერეკლე მეფეს ბოლო წუთამდე ჰქონდა, გადამწვარ-გაპარტახებული ქართლ-კახეთი იოლი საკბილო იყო. კრწანისის მარცხის მერე მალევე 30 000-ანი რუსული ჯარი, ჩადგა ამიერკავკასიაში და თავის ინტერესების გავრცელება დიაწყო.
 
1801 წლის სრული ანექსიის შემდეგ იწყება განადგურებული თბილისის აღდგენის გეგმის განხორციელება რუსული იმპერიული ხედვის მოდელზე- ამპირი, ნეო-კლასიციზმი, ნეო-გოთიკა, ნეო-ბაროკო, მოდერნი, არტ ნუოვო და ფსევდო-მავრიტანული სტილის ხორცშესხმა შენობების არქიტექტურაში. ქალაქის მთავარი არქიტექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ- იტალიელი ჯოვანი სკუდიერი (მშარლი ხიდის ავტორი), ალბერტ ზელცმანი ( ცისფერი გალერეის და სასულიერო სემინარისს შენობის ავტორი ), ალექსანდრე ოზეროვი ( ძირითადი სტილი "გოთიკა", ცნობილი 66 სკოლის შენობა), ალექსანდრე შიმკევიჩი ( რუსთაველის თეატრის, კონსერვატორიის და დღევანდელი საკრებულოს შენობების ავტორი), ლეოპოლდ ბილფელდი... შესბამისად აღმშენებლობის პროცეში ქალაქის მთავარი არქიტექტორრბის გარდა მონაწილეობას იღებდა უამრავი სხვადასხვა არქიტეორი, რომელიც გენერალური გეგმის ფარგლებში ქმნიდნენ თბილისის უნიკალურ არქიტექტურულ ქსოვილს!
ამ პერიოდში "თურქმანჩაის ხელშეკრუელბით" რუსეთს ირანმა გადასცა ერევნის სახანო (სომხეთს სახელმწიფოებრიობა დაკარგული ქონდა მრავალი საუკუნის მანძილზე, ის იყო სპარსეთის პროვინცია - ერევნის სახანო), რაც შესაძლებლობას აძლევდა სომეხ ხალხს შედარებით მშვიდად ეცხოვრა და ემოღვაწა ქრისტიანულ გარემოში რუსეთი იმპერიის ფარგლებში და მიეღწიათ ძლიერი სტაბილური ფინანსური კეთილდღეობისათვის, თბილისში სომხური დიასპორის ყველაზე დიდი მიგრაციული ტალღა სწორედ მე-19 საუკუნის დასაწყისში ფიქსირდება, როდესაც სომხებმა გააცნობიერეს თბილისის როგორც ცენტრის როლი ამიერკავკასიაში და მასობრივად დასახლება დაიწყეს აქ. იმ პერიოდში ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ სომხები შეადგენდნენ. თუმცა რუსეთის იმპერიაში შესვლამ და მალევე ბატონ-ყმობის გადაგდებამ, უამრავ ქართველს უბიძგა დედაქალაქში დასახლებისკენ. ქალაქის ხელახლა აშენების პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა, თბილისი სწრაფად იზრდებოდა. ზრდა ხდებოდა ძირითადად ეთნიკური ქართველების ხარჯზე. უმიწოდ გათავისუფლებული გლეხობა ახლად ჩასახულ კაპიტალისტურ წყობაში თავისი არსებობის ადგილს თბილისში ეძებდა. ამ პროცესში წარმოიშვა ახალი ფენა-მეწარმე ბურჟუაზია, საკმაოდ შეძლებული ფენა, რომლებსაც გაუჩნდათ ფუფუნების ქონის აუცილებლობა - ძვირფასი სახლები, რეზიდენციები, ბიზნეს-სივრცეები. მანუფაქტურები. ქალაქი სრულიად იცვლებოდა ამ ახალი შეძლებული ფენისა და იმ ეპოქის არქიტექტორების ხელში. ზოგი ქართველი იყო, ზოგი სომეხი, ზოგი ებრაელი, ზოგი აზერბაიჯანელი, ზოგი რუსი... ეს იყო მულტიკუტურული ქალაქი.
 
ამჯერად ქართველებზე მინდა მოგიყვეთ, ქართველ მეწარმეებზე, მეცენატებზე და თავად-აზნაურობაზე, რომლებმაც აქტიური წვლილი შეიტანეს თბილისის ისტორიული ცენტრის არქიტექტურის ჩამოყალიბაბში.
 
ალბათ თბილისის იერსახე ისეთი არ იქნებოდა რომ არა უდიდესი მეწარმეების, ქველმოქმედების და საზოგადო მოღვაწეების - ძმები ზუბალაშვილების ( სტეფანე, პეტრე, იაკობი, ლევანი) როლი ამ ქალაქის ისტორიაში. თავდაპირველად მათ კაპიტალი შაქრის, არყის და სხვა პროდუქციის წარმოებით დააგროვეს, მოგვიანებით კი ბაქოს ნავთობის საბადოების ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორები გახდნენ, რამაც უდიდესი ფინანსური სიმდიდრე მოუტანათ. ძმებმა თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს და თბილისის აღმშენებლობას მოახმარეს. მათ მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: მარჯანიშვილის თეატრი (ყოფილი სახალხო სახლი), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კონსერვატორია. ძმებმა უზარმაზარი თანხები გაიღეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის (დღევანდელი თსუ-ის პირველი კორპუსი) მშენებლობისთვის, ასევე მხარი დაუჭირეს კონსერვატორიის დაარსებას. მათ სახელს უკავშირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაც. მათ ააშენეს სასტუმრო "პალასი" ( დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი თავისუფლების მოედანზე), ასევე სასტუმრო "ოტელ დე ფრანსი" (თავისუფლების მოედნისა და ტაბიძის ქუჩის კუთხის შენობა) ასევე ავლაბრის პირველი საბავშვო საავადმყოფო. მათი ქველმოქმედების ერთ-ერთი ნიშანდობლივი მაგალითია უპოვართა სახლი, რომელშიც დღეს განთავსებულია ვერის გამგობა. მათ დააფინანსეს ასევე წმინდა პეტრესა და პავლეს სახლობის კათოლიკური ეკლესია თბილისში. სხვათაშორის მათი დაფინანსებით აშენდა ბათუმის სახედ ცნობილი ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარიც. მათი საცხოვრებელი რეზიდენცია, 3 სართულიანი შენობა მდებარეობდა სასტუმრო "პალასისი" გაგრძელებაზე თავისუფლების მოედანთან, თუმცა კომუნისტბის მმართველობისას იგი დაანგრიეს.
 
განსაკუთრებული ხაზგასმის ღირსია დავით სარაჯიშვილი, როგორც ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, 1888_ში მან გახსნა კონიაკის პირველი ქარხანა მთელს მაშინდელ რუსეთის იმპერიაში. თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე აშენებული ღვინის ქარხანა სწორედ მისი თანხებითაა დაფინანსებული, რომელიც დღეს მულტიკულტურულ გასტრონომეულ და კულინარიულ სივრცედაა წარმოდგენილი. დავით სარაჯიშვილის სახელს უკავშირდება ქაშვეთი ეკლესიის მშენებლობა, მან უდიდესი ფინანური წვლილი და პირადი ინიციატივა შეიტანა ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი სახლი შექმნილი ქართული ნაციონალრი არქიტექტურული ელემენტების გავლენით, დღეს იქ განთავსებულია მწერალთა სახლი. ასვე მის სახელს უკავშირდება რამოდენიმე საშემოსავლო სახლი ძველ თბილისში.
 
ცალკე აღნიშვნის ღირსია მეწარმის და მეცენატის გიორგი ქართველიშვილის ღვაწლი ამ ქალაიქსთვს. გარდა ხის დამზადების და სარკინიგზო მშენებლობის ბიზნესისა იგი აფინანსებდა მრავალი წიგნის ბეჭდვის პროექტებს. მათ შორისაა მიხაი ზიჩჰის მიერ დასურათებული "ვეფხისტყაოსანის" გამოცემა. თბილისის არქიტექტურულ სივრცეში მანაც დატოვა წარუშლელეი კვალი სოლოლაკის რეზიდენციით, რომელიც თბილისური არქიტექტურის შედევრია არტ ნუოვოს სტილში.
 
მოდერნის სტილში ერთ-ერთი თვალსაჩინო შენობაა ერასტ ჭავჭანიძის სახლი აღმაშენებელზე ასევე განსაკუთრებულად გამორჩეულია ქართველი თავად აზნაურობის რეზიდენციები და სახლები : ორბელიანების სასახლე ( პრეზიდენტის რეზიდენცია), თეკლა ბაგრატიონის სასახლე ( ამჟამად სასტუმრო) , ივანე ბაგრატიონ-მუხრანელის სახლი ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე. თავადი გაბაშვილის "მაქმანის სახლი", მრავალი სხვა არქიტექტურული მარგალიტი, რომელიც ამ ქალაქის იერსახეს ქმნის დღემდე და მრავალი რომელიც განადგურდა სამწუხაროდ!
 
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ერის წარმომადგენელს, რომელსაც თბილისისათვის უღვაწია და ეს ქალაქი აქამდე მოუტანია. მინდა ჩვენს წინამპრებსაც მადლობა ვუთხრა, მათით მოვდივართ და ჩვენ მშვენივრად გვახსოვს ყველაფერი რაც კი თქვენ შეგიქმნიათ, რითიც ჩვენ ვამაყობთ.
და ვიღაც გაურკვეველ პროვოკტორებსაც მინდა ვუთხრა __ ერი რომელსაც აქვს თავის დამწერლობა, შეუქმნია "ვეფხისტყაოსანი" და ქართული მუსიკალური პოლფონიური მრავალხმიანობა, ერი რომელიც გადარჩა უკიდურესად მტრულ სამეზობლოში ათასწლეულების მანძილზე, ააშენა სვეტიცხოველი და გამოკვეთა ვარძია და მომავალს მაინც იმედიანად უყურებს, არასდროს ითხოვს, რომ ვინმემ რამე შეუქმნას, რაც შემდეგ წამოძახების მიზეზიც შეიძლება თურმე გახდეს...
 
მადლობა ყველა თბილისელს ქართველს თუ არაქართველს , ვისაც უყვარს ეს ქალაქი და მას თავის დედად მიიჩნევს! ჩვენი თბილისი ჩვენ გვაერთიანებს.
მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის