USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
თამთა მიქელაძე - როგორ მუშაობს მევახშეობის სისტემა?!
дата:  

თამთა მიქელაძე -სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) ერთ-ერთი დამფუძნებელი, თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

"ბანკების და საფინანსო ინსტიტუტების მიღმა, აშკარაა, რომ მევალეების სექტორში ყველაზე დიდი წილი კერძო მევახშეებზე მოდის.

კვლევებიც აჩვენებს, რომ ბოლო წლებში იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული უძრავი ქონების 50 %-ზე მეტი ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ მევახშეების მიერ იყო რეალიზებული.
ანუ მოსახლეობის ეკონომიკურად უფრო სუსტი ნაწილი, რომელსაც არ აქვს სათანადო საფინანსო ისტორია და შესაბამისად, შეზღუდული აქვს წვდომა საბანკო კრედიტზე, კიდევ უფრო მძიმე პირობებით იღებს ვალს კერძო პირებისგან. ხშირად ეს არა სესხის, არამედ „ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით“ ხდება, რომელიც მსესხებელს კიდევ უფრო სუსტ სამართლებრივ დაცვას აძლევს.
ამ ხელშეკრულებებში ნივთსა და აღებულ ვალს შორის პროპორციულობა ხშირად არის დარღვეული. ანუ დებ უფრო ძვირ ქონებას, ვიდრე ის ვალია, რომელსაც იღებ მევახშისგან.
ამასთან კაბალურად მაღალია პროცენტის, პირგასამტეხლოს ოდენობა.
ანუ ადამიანი წლები იხდის კაბალურ პროცენტს (30 % ან მეტს) და ოჯახებში გაბატონებული სიღარიბის და ამ ყოველთვიური ვალის გადახდის გამო შინამეურნეობების ეკონომიკური გამოფიტვის შემდეგ, საბოლოოდ ოჯახები ვეღარ ახერხებენ ყოველთვიური კრედიტის გადახდას და ხშირად კარგავენ უკანასკნელ საცხოვრებელს.
როგორც წესი მევახშის საბოლოო მიზანიც უძრავი ქონების დაუფლებაა.
ამ პროცესს ზურგს უმაგრებს იძულებითი გასხვისების პროცედურები, რომელიც ამ ასიმეტრიულ და კაბალურ ურთიერთობებში, არ იცავს მოქალაქეს. აქ ყველაზე პრობლემური აუცქიონის სისტემაა.
იძულებითი აუქციონის პროცესში ხშირად ქონების სპირალური გაუფასურება ხდება (ფასი აკლდება 75 %, 50 % და 5 % ), რის გამოც ქონება საბოლოოდ მისი თავდაპირველი ღირებულის 5 %-დაც კი შეიძლება გაიყიდოს. უძრავი ქონების დიდი ნაწილი სწორედ ასე მიზერულ ფასად სხვისდება.
თავად, ეროვნული ბანკიც აღიარებს, რომ ქვეყანაში საგანგაშოდ მაღალია პრობლემური სესხების მოცულობა და მისი ზრდის ტემპი და ყველაზე დიდი წილი ამ პრობლემისა, სწორედ სიდუხჭირეში მყოფ შინამეურნეობებზე მოდის.
ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“ გამოავლინა, ბოლო 8 წლის განმავლობაში 20,000 საცხოვრებელი სახლი იქნა მსესხებლებისთვის ჩამორთმეული, რის შედეგადაც 65,000-მდე ადამიანი უსახლკარობაში ან უკიდურეს გაჭირვებაში აღმოჩნდა.
ჩვენს ქვეყანაში უსახლკარობას (სპეციფიკური გამოცდილებების მიღმა (დევნილობა, ეკომიგრაცია, მიშას პერდიოში ჯანდაცვის სექტორის პრივატიზაცია და მასობრივად სახლების დაკარგვა ბანკებით და სხვა გზებით) არ აქვს ისეთი მასშტაბური ფორმა, როგორც თუნდაც ევროპაში. ეს საბჭოთა მემკვიდრეობით აიხსნება. თუმცა, არსებული ეკონომიკური წესრიგი იწვევს უსახკლარობის და საბოლოოდ გაღატაკების ახალ ტალღას, რომელიც იზრდება და იზრდება.
ამიტომ გამოსავალი არის მევახშეობის და დაკრედიტების სისტემის ამ მტაცებლური, კაბალური პრაქტიკის და მისი ხელშემწყობი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოების შეცვლა, და არა ქველმოქმედება, რომელიც პოლიტიკური პარტიების ნაწილისგან ისმის."
წყაროს სანახავდ მიყევით ბმულს - თამთა მიქელაძე

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати