USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
თამაზ ქევხიშვილი - რაიკომის მდივანი, რომელმაც საქართველოს 1000 ჰა მიწა დაუბრუნა
дата:  6428

თამაზ ქევხიშვილი - დაიბადა 1944 წელს სოფელ მანავში. დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. 1982 წელს დაინიშნა სიღნაღის რაიკომის პირველ მდივნად. მის სახელთანაა დაკავშირებული  სიღნაღის ციხე-გალავნის აღდგენა, ბოდბის მონასტერს გალავანი შემოერტყა და  იქვე გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. აღდგენილ იქნა ისტორიული სოფელი ხორნაბუჯი. აზერბაიჯანის საზღვართან გაშენდა სოფელი  ერისიმედი  და ამით 1000 ჰა მიწა სიღნაღის რაიონს დაუბრუნდა.   თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა:რესპუბლიკურ პროკურატურაში სამმართველოს უფროსად, კახეთის გუბერნატორის მოადგილედ, საგარეჯოს გამგებლად.

1980 წელს  ალაზნის კალაპოტმა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს ყოფდა,  გადმოიწია და 1000 ჰექტარი მიწის ფართობი ალაზანგაღმა დარჩა. ფაქტობრივად ეს ადგილი საქართველოსთვის უკვე დაკარგულად ითვლებოდა.

სწორედ ამ დროს დაინიშნა თამაზ ქევხიშვილი სიღნაღის რაიკომის მდივნად.

80-იან წლებში აჭარელი ეკომიგრანტებისთვის აზერბაიჯანის საზღვართან  სოფელი ერისიმედი გაშენდა.

„ერთ დღესაც, ალაზანზე ბორნით გადავედით, რომ იქაურობა კარგად დაგვეთვალიერებინა, გული დაგვეწვა, - ძალიან დიდი სახნავ-საძოვრები იყო მდინარის იქით დარჩენილი. მაშინ გავიფიქრე, აქ სოფლის გაშენება კარგი იქნება-მეთქი. გაკეთდა პროექტი და 1984 წელს  მშენებლობაც დავიწყეთ.

პირველად ალაზანზე 120 მეტრი სიგრძის ხიდი გაიდო.  100-კომლიან სოფელში, ყველა ჩამოსახლებულ ოჯახს  გარემონტებული, ავეჯით გაწყობილი სახლები, ბოსელ-მარანი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, წვრილფეხა საქონელი და ფრინველი დახვდა. ავაშენეთ ამბულატორია, სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, კლუბი, აბანო, სახერხი, წისქვილი და მაღაზია... დაახლოებით ოთხი წელი შენდებოდა სოფელი ერისიმედი, რომელშიც  აჭარელი ეკომიგრანტები ჩაასახლეს.“ - ასე იხსენებდა ერისიმედის მშენებლობის ისტორიას ბ-ნი თამაზ ქევხიშვილი.

ერისიმედის დაარსების გარდა ბ-ნი თამაზის სახელს უკავშირდება ბოდბის მონასტერის და სიღნაღის გალავანი აღადგენა.

სიღნაღს გარს  28-კოშკიანი დიდი გალავანი აკრავს. მისი სიგრძე დაახლოებით 4 კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც 200 წლის წინ იყო. რომ არა 80-იან წლებში ჩატარებული რეკოსტრუქცია, დღეს გალავნის მხოლოდ ფრაგმენტები შემოგვრჩებოდა. მისი რესტავრაცია 1984 წელს დაიწყო და ოთხი წელი გრძელდებოდა.

„სიღნაღის რაიკომის მდივნად რომ დავინიშნე, გალავნის ზოგიერთი ადგილი საძირკვლამდე იყო მორღვეული. ერთხელაც ძველი ფოტო მაჩვენეს: ედუარდ შევარდნაძე სტუმრებთან ერთად ალაზნის გადასახედთან დგანან. მათ ზურგს უკან დანგრეული გალავანი ჩანს. ვუყურებდი ამ ფოტოს და ვფიქრობდი, ნეტა მაშინდელ რაიკომის მდივანს რა ეამაყებოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა ამ გალავანს-მეთქი. წლები გავა, ასეთ ფოტოზე შეიძლება მეც მოვხვდე და ჩემზეც იმავეს იტყვიან-მეთქი... შევკრიბე სოფლების საბჭოს თავმჯდომარეები და პარტიული კომიტეტის მდივნები - ციხე-გალავანი უნდა აღვადგინოთ-მეთქი.  ყველა სოფელს დაევალა, რომ გალავნის გარკვეული მონაკვეთი თავად აღედგინათ. სიღნაღში სამშენებლო ქვა არ მოიპოვებოდა და ლაგოდეხიდან და გურჯაანის რაიონებიდან მოგვქონდა. ზოგიერთი ადგილი ისეთი მიუდგომელი იყო, რომ ქვის ჩატანა  ხურჯინგადაკიდებული ვირებით გვიწევდა და ხანაც  ხელით ჩაგვქონდა. შემორჩენილი ფრაგმენტების დახმარებით გალავანს პირვანდელი სახე დავუბრუნეთ."- იხსენებს ბ-ნი თამაზი.

ბოდბის დედათა მონასტერი თამაზ ქევხიშვილის ბავშვობის მოგონობებს აღუძრავდა და ის ხშირად იხსენებდა, რომ მონასტრის ეზოში  ბარაკებში მოსახლეობა ცხოვრობდა. ტაძრის კედლებზე საქათმეები ჰქონდათ მიშენებული. მის დროს იქ მონასტერში მამა ათანასე წირავდა.

თამაზ ქევხიშვილის ინიციატივით სიღნაღში, ორმილას ტერიტორიაზე ბარაკებში მცხოვრებლებისთვის  კორპუსი აშენდა და გაიწმინდა ტაძრის ტერიტორია. შემდეგ ტაძარს გალავანი შემოერტყა  და ხის კარიბჭე გაკეთდა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. ხოლო მიტოვებულ შენობა, სადაც წლების წინ საავადმყოფო იყო განთავსებული, გარემონტდა და შიგ რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა.

ბ-ნი თამაზ ქევხიშვილის ღვაწლის გახსენება, ამ დღეებში გარეჯის თემაზე ატეხილმა აჟიოტაჟმა გადაგვაწყვეტინა. გვინდოდა ჩვენი მკითხველისთვის გვეთქვა, რომ ყველა დროში იყვნენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც ქართულ მიწა-წყალს პატრონობდნენ და რომ სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით, დავით გარეჯის კომპლექსის ბედიც საქართველოს ინტერესების შესაბამისად გადაწყდება.

 

 

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати