USD 2.8746
EUR 3.0252
RUB 2.7011
Tbilisi
თამაზ იმნაიშვილი - ოქტომბერ-ნოემბერში, დანგრეული რუსეთი შეეცდება, აფხაზეთის და სამაჩაბლოს მხრიდან, საქართველოში სამხედრო საომარი პროცესის განვითარებას
Date:  934

გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ჯორჯ მარშალის სკოლის დიპლომის მქონე თამაზ იმნაიშვილი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განიხილავს იმ საფრთხებს, რომლის წინაშედაც უახლოეს მომავალში შეიძლება დადგეს საქართველო.

მისი მოსაზრება გურული იუმორნარევი სკაბრეზით არის დაწერილი და "თბილისი პოსტი" უცვლელად გთავაზობთ ამ სტატუსს:

"ვცდილობ ნაკლებად აქტიური ვიყო დღევანდელ პოლიტიკურ ქარტეხილში, მაგრამ მგონი რომ რაღაც დონეზე უფრო მეტი პროფესიონალი ვარ, ვიდრე დღეს  არსებული ქართული სოციალური თუ მედია სივრცის ყველაზე აქტიური ე.წ. ექსპერტები . 

სხვა  სფეროს ვერ ვწვდები, მაგრამ სამხედრო პოლიტიკური კონტენტი და დღევანდელი რეალობა მაშინებს.  სამხედრო პოლიტიკური კონტენტის დღეს არსებული სტუს ქვოს და მომავალი რეალობის მთავარი განმსაზღვრებელი ქვეყანაში ყოვლად უვიცი, უბირი,  სახელმწიფოებრივი აზროვნების არ მქონე, საკუთარ კუჭზე გადაგებული პლებეია. 

ჩემი პირადი დამოკიდებულება მიშასადმი და ნაცების მმართველობის პერიოდისადმი  ყველასთის ცნობილია, ვინც ოდნავ მიცნობს მაინც, მაგრამ რაც ახლა ხდება ყველა დასაშვებ ზღვარს სცდება.   არ შევადარებ 1921 წლის თებერვლის თბილისურ ქარტეხილებს. ქართველი მენშევიკების იდეას, ( მთავარია რუსეთის სათავეში მენშვიკები მოვიდნენ, თორემ რომელი დამოუკიდებელი საქართველო. რუსეთის იმპერიის ნაწილი უნდა ვიყოთ სამუდამოდ). მხოლოდ ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას და რამდენიმე ალგორითმს შემოგთავაზებთ.

ანალიტიკა სამზარეულოს ყავის სმა და მკითხაობა, ან კაკულიას ბოდვები არ არის, იგი ალგორითმების მეცნიერებაა და ამ მეცნიერებას წლების განმავლობაში ქართველი და უცხოელი დიდი სპეციალისტები მასწავლიდნენ  ( არა  რუსები. აშშ ს, ბრიტანეთის , გერმანიის საფრანგეთის, პოლონეთის  ბელგიის და კიდევ ზოგი ქვეყნის  სამხედრო დაზვერვის სპეციალისტები. ) ეს დიდი ხნის წინ იყო. არ მაქვს საფუძველი დავმალო. მე დიდი მადლობელი ვარ მათი. ( მოკლედ უცხო ქვეყნის აგენტი ვარ მარა, ამჟამად შუხუთში ვეწევი აგენტურულ საქმიანობას, ახალგაზრდა თაობას ვასწავლი ე,წ, "ვრყვნი" ( ეს იშვიათი ქართული სიტყვა თანხმოვანთა სიმრავლით, როგორც სიტყვა "გვბდღვნის").

მოკლედ სიტუაციას ჩვენი ქვეყნის გარშემო ასე ვხედავ: მსოფლიო პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ახალი პარადიგმა - მეოთხე მსოფლიოში მესამე რომის ადგილი აღარ არის. ანუ რუსეთი, როგორც გლობალური მოთამაშე რამშტაინის მე-9 შეხვედრამ და მიუნჰენის კონფერენციამ, ასევე  იანვრის შუა რიცხვებში სი ძინ პინის ჩინეთის პარლამენტში  ნათქვმმა ფრაზამ _ მსოფლიო უკვე მხოლოდ ბიპოლარულია, ამოაგდო დღის წესრიგიდან. 

მიუნჰენსა და ამჟამად ვარშავაში შეკრებილი  რუსი "ოპოზიციონერი" ( ვითომ)  ოლიგარქების და დასავლეთის  განხილვის მთავარი საკითხი მხოლოდ ერთია. როცა რუსეთი დამარცხდება, იგი უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად,თუ უნდა შევინარჩუნოთ იმავე საზღვრებში ( მცირე ტერიტორიების გამოკლებით). რომელია უფრო დიდი საფრთხე. რომელი წინადადება გადაწონის ეს მომავლის საკითხია. მაგრამ რუსეთს დამარცხების შემთხვევაშიც კი აქვს  დასავლეთთან სავაჭრო სერიოზული კოზირის მოპოვების საშუალება.

ეს არის კავკასია და კონკრეტულად საქართველო. ეს არის უდიდესი სავაჭრო კარტი. ავხსნი ახლავე რასთან გვაქვს საქმე. აბრეშუმის გზა ანუ ინდოჩინეთის ნახევარკუნძულის და  ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე იაფი სახმელეთო გზის 75-80 % გზა ყოველთვის გადიოდა რუსეთის ტერიტორიაზე. დანარჩენი მოდიოდა კავკასიაზე, ანუ იმ გეოგრაფიულ ლანდშაფტზე, სადაც უპირველესად საქართველო ( ქვეყანა როგორც გეოგრაფიულ ეთნიკურ დ.ა,შ შემადგენელი და სახელმწიფო საქართველო,  როგორც პოლიტიკური შემადგენელი) მდებარეობს. ამ ომმა უკვე მოიტანა შედეგი, რომ რუსეთის ტერიტორია უახლოესი ათწლეულის განმავლობაში ( ყველაზე ოპტიმისტური  პროგნოზია)  კარგავს ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას. მეორე და ყველაზე მთავარი გზა,  როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო,  ირანია. ამჟამად აიათოლების გამო, იქ უახლოეს ათწლეულში შუძლებელია სტაბილურობის მიღწევა ( ეს ყველაზე ოპტიმალური და სარფიანი გზაა წმინდა ეკონომიკური ასპექტით). რჩება ერთადერთ გზა კავკასია.

ინდოჩინეთის ნახვარკუნძულიდან ამ გზაზე ყაზახეთი, ყირგიზეთი უზბეკეთი და თურქმენეთი უკვე მთლიანად ჩინური ეკონომიკით და თურქული რელიგიური ექსპანსიით არის გაჯერებული. კავკასიაში აზერბიჯანი თავისთავად უკვე სერიოზული ძალაა და თურქეთთან ურთიერთობით კიდევ უფრო იძლიერებს სტატუს ქვოს, ხოლო ჩინური ბოლო 10 წლის ინვესტიციები რუსეთს მხოლოდ უძლურებას უქადის  ალიევის წინააღმდეგ ბრძოლაში.  რჩება ყველაზე სუსტი  და ამავდროულად ყველაზე საკვანძო წერტილი  საქართველო. ამ გზის გადაკეტვით აბრეშუმის გზა უბრუნდება  მე-15 მე-16 საუკუნეს, როცა  აბრეშუმის გზის სავაჭრო გზების უდიდესი ნაწილი მხოლოდ  ზღვებზე გადიოდა. 

ქვეყანა საქართველო ( გეოგრაფიული ლანდშაფტი) და არა სახელმწიფო საქართველო ( პოლიტიკური ერთეული) არის გასაღები რუსეთის  ხელისუფლებისთვის ( არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პუტინი იქნება იქ თუ ვინმე სხვა). ყველა შეეცდება კოზირების ხელში დაჭერას დასავლეთთან სავაჭროდ, რათა ამ ომში ყველა ნაკლები დანაკარგით, ანუ დაბალი ხარისხის რეპარაციებით და კონტრიბუციით გამოვიდეს. ეს რეალობაა. ამას ვერ წაუვალთ. ამ უტვინო და უბირ ნომენკლატურას ( სხვას ვერ დავარქმევ) ჰგონია, რომ მას არ შეეხება  მსოფლიო ქაოსი და როცა შეეხება, უკვე  ქონება დაგროვებული და თბილ ადგილას იქნება და მას შერჩება, ხოლო ქვეყანას რა მოუვა ერთ ადგილას ჰკიდია.

შემოდგომისთვის ( ოქტომბერ-ნოემბერში) დიდის ალბათობით გველოდება ორი მთავარი საფრთხე. დანგრეული რუსეთი შეეცდება აფხაზეთის და სამაჩაბლოს მხრიდან საქართველოში სამხედრო საომარი პროცესის განვითარებას. მნიშვნელობა არ ექნება გამარჯვება-დამარცხებას. სამხედრო ოპერაციის სტრატეგია და ტაქტიკა   საომარი პროცესის გაწელვა იქნება.  ამისგან დამოუკიდებლად ( ეს რომ არ მოხდეს იმ შემთხვევაში) უდიდესი საფრთხე გველოდება კადიროვის მხრიდან. ვინც ერკვევით ამ საკითხებში უნდა იცოდეთ, რომ კადიროვი უკვე დაბრუნდა თავის ტიკ-ტოკ არმიით გროზნოში, დედაქალაქის გარშემო დოტებსა და ძოტებს აშენებს და ნამდვილად ელოდება ომს  მოსკოვიიდან.

იქ კი დღევანდელი რეალობა ასეთია. "აჰმად სილა" -კადიროვის არმია, ამბობენ 30 ათასი კაცით (გადაჭარბებული მგონია) ნომინალურად ეკუთვნის რუსეთის ეროვნულ გვარდიას. ეს მხოლოდ ამ "დონ განდონ"ის  ჯარია. ამჟამად 90 % უკვე ჩეჩნეთშია განლაგებული. გარდა ამისა კონსტიტუციის დარღვევით, რუსეთში შექმნილია კერძო არმიები. პრიგოჟინი, ანუ "ვაგნერი"- 30 40 ათასი, თავისი ტექნიკით, ავიაციით, არტილერიით. რედუტი- შოიგუს პირადი არმია 10 ათასი კაცი ( ამბობენ ყველაზე ძლიერი არმია, რომელიც რეზერვშია. ავიაცია, ჯავშანტექნიკა, კოსმოსური დაზვერვა) "შჩიტი" პატრუშევი, ფსბ ს შეფი. 5 ათასი. ტექნიკა , ყველაზე მაღალი დონის მომზადება. ყველაზე დიდი ფული. უცხოური უჯრედების ყველაზე დიდი ბუდე. ამის გარდა, უსმანოვის და როტენბერგების პირადი არმიები. არც ერთი, პრიგოჟინის და კადიროვის გარდა, არ იღებს მონაწლეობას ომში. მხოლოდ მცირე ნაწილი. ყველა ემზადება სამოქალაქო ომისთვის. 

რაც შეეხება კადიროვს, პუტინის მერე იგი რუსეთის ყველა დიდი ოლიგარქისთვისაც კი  ყველაზე  დიდი მტერი ხდება, რადგან პუტინის გამო იტანენ მხოლოდ. ყველას აქვს პირადი მტრობა მის მიმართ. განსაკუთრებულად უსმანოვს საკუთარი გოგოს გაუპატიურების გამო და როტენბერგ უმცროსს საკუთარი ცოლის შეუარცხყოფის გამო.  ამიტომ ალგორითმი პირდაპირ ამბობს. კადიროვს მოუწევს ორ ფრონტზე ომი. პირველი მოსკოვიტი ოლიგარქების წინააღმდეგ, მეორე ნამდვილი ჩეჩნების, ანუ ნოხჩების და ვაინახების წინააღმდეგ. მინიმუმ 15 ტეიპი ჰყავს განადგურებული, მაგრამ მათაგან კიდევ დარჩნენ ნოხჩები (ტეიპი გვარს და მოდგმას ნიშნავს. გვარები ამოწყვიტა აკვნის ბავშვებიანად). მე ჩეჩნეთში , კერძოდ გროზნოში მიცხოვრია და ზუსტად ვიცი ნოხჩებისა და ვაინახების მენტალიტეტი. აქედან გამომდინარე. კადიროვს მოუწევს ან ორ ან მიმნიმუმ ერთ ფრონტზე ომი.

1994 წლიდან ჩეჩნური ომების პრაქტიკამ გვაჩვენა სურათი, რომლის ალგორითმიც ძალიან ნათლად დასანახია. არსებობს ბრძოლის ველი და არსებობს სამშვიდობო ზონა,სადაც შეიძლება ძალების მოკრება. ასეთ სამშვიდობო ზონად ჩეჩნეთი ყოველთვის იყენებდა საქართველოს. აქ ორი ფაქტორი მუშაობდა. პირველი, ქართული სტუმარ-მასპინძლობის წესი ( არ  გაბედოთ და არ შემედავოთ მთის  წესების არმცოდნეებმა) და მეორე: ისინი თვლიდნენ, რომ ქართული მხარე სუსტია  და ისინი თავისი სიძლიერით ამ სამშვიდობო ზონას მოიპოვებდნენ( გარკვეულწილდ  სტუმარ-მასპინძლობის წესის დაცვით).

ამჟამად სურათი ასეთ გვაქვს: კადიროვს და მის არმიას არანაირი შანსი არ აქვს ქართველებთან სტუმარმასპინძლობის წესზე დაელაპარაკოს, რადგან მათ დაარღვიეს ყველა ადამიანური და ყველა კავკასიური კანონი. ისინი მხოლოდ ძაღლების ხროვაა და მეტი არაფერი. (არ მგონია ქართული ხელისუფლებიდან ვინმემ გაბედოს მათთან დალაპარაკება. ძაღლთაპირის სიკვდილი ელოდება ყველას). ამიტომ კადიროვს მოუწევს უკან დახევა და  რადგან მას ნამდვილად ჰგონია, რომ ქართველები სუსტები არიან ( ეს ხელისუფლება აძლევს ამის ყველნაირ საბაბს), ისინი შეეცდებიან შემოვიდნენ ბრძოლით  სამი მიმართულებიდან საქართველოში უკან დახევის და სმშვიდობო ზონის შექმნის მიზნით.

 სამივე მიმართულება თავის დროზე  უკვე პრაქტიკაში  ათვისებულია. წუნდინის რაიონიდან ყვარლის რაიონში, პანკისის ხეობაში ახმეტის რაიონში  და დიკლოს მთის მარჯვენა ფერდობიდან ლაგოდეხში დასღესტნის კუთხიდან. ეს  ყველაზე მარტივი გადასასვლელებია, რომელიც არაერთხელ მომხდარა  ამ კადიროველების მხრიდან, როცა ისინი რუსულ იმპერიას ებრძოდნენ. მათ ეს გზები კარგად იციან.  ეს არის ნამდვილი ალგორითმი. ვინც როგორ გინდათ ისე შეაფასეთ ეს ეს ჩემი ანალიტიკური ოპუსი თუ ნაშრომი, მაგრამ მე ასე მჯერა, რომ ამ ალგორითმის ალბათობა 80% ზე მეტია (  ესეც  მათემატიკური მოდელის გამოთვლის შედეგია).  

ვის სჯერა, ვინ კრეტინს მიწოდებს, ვის ჰგონია, რომ მუსიკალური განათლება სამხედრო სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხების ცოდნას უღრმავებს. ვინმეს ფეხბურთი და ომი ერთი და იგივე პრინციპზე დამყარებული  თამაში ჰგონია. არ ვიცი. ვინ როგორ მიიღებთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შემოდგომაზე სერიოზული პრობლემები გველოდება და თუ კიდევ ამ ენურეზიანი კობახიძის ბაღნის  და იმ მართლა ყოვლად უვიცი და სულით პირუტყვი ხაბეს ჭკუაზე ვატარეთ ქვეყანა, რომ თურმე მსოფლიო პროსცესების მიღმა შემგვიძლია ბუჩქებში მივიმალოთ და გადავრჩეთ, მაშინ ძალიან  მართლა  და ძალიან დიდი პრობლემები გველოდება.

p.s  ეს ჩემი  სუბიექტური შეფასებაა პროცესების  ( კობახიძის და ხაბეიშვლის გარდა. მათ პირდაპირ ვაგინებ). თხოვნა მექნება კონკრეტული კონტრარგუმენტებით წაიყვანოთ დებატები. ვისაც ფეხებშორის გეფხანებათ,  არ  დაიტვირთოთ თავი. არ გიპასუხებთ."

გაყევით ბმულს - თამაზ იმნაიშვილი

 

business
"BM.GE": დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - რა უნდა იცოდეს ბიზნესმა ახალ რეგულაციაზე

დღგ-ის გადახდისგან თავის არიდება რთულდება - საქმე ის არის, რომ 2024 წლის ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს ახალი რეგულაცია, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდისგან თავის არიდების მიზნით შექმნილი სუბიექტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. ეს ცვლილება განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს როგორც მეწარმე ფიზიკურ პირებზე (ინდივიდუალური მეწარმე, მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი პირი), ასევე ნებისმიერ წვრილ, ქსელურ, კომპანიებზე.

რა უნდა იცოდეს ბიზნესმა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით - ახალ რეგულაციასთან დაკავშირებულ დეტალებს BMG-ისთან DGN Consulting-ის საგადასახადო მენეჯერი ანა ლობჟანიძე განმარტავს.

- კონკრეტულად რას გულისხმობს ფინანსთა მინისტრის გამოცემული ახალი რეგულაცია?

- 2024 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს N996 ბრძანებაში, რომლებიც დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების სქემების აღკვეთისკენ არის მიმართული. გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტი განიხილოს ერთ გადამხდელ პირად და ყველა სუბიექტის შემოსავალი ერთობლივად დაბეგროს. აღნიშნული ცვლილება ეხება იმ ბიზნესებს, რომლებიც ახორციელებენ ბიზნესის დანაწევრებას, რათა არ დაუფიქსირდეთ წლიური ბრუნვა 100 000 ლარზე მეტი და ამ მიზნით არეგისტრირებენ სხვა ბიზნესსუბიექტებს, იურიდიული სუბიექტის ან ინდივიდუალური მეწარმის სახით. აღნიშნული სქემით ბიზნეს სუბიექტები თავს არიდებენ დღგ-ის გადახდას.

- რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებენ საგადასახადო ორგანოები?

- თუ რამდენიმე ბიზნესი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს, მათ საგადასახადო ორგანო ერთ გადამხდელ პირად განიხილავს. კრიტერიუმები შემდეგია:
1. საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს;
2. საქმიანობის ადგილი და შინაარსი იდენტურია;
3. რომელიმე სუბიექტი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.
ამასთანავე, განმარტებულია, თუ რა პირობებში მიიჩნევა გადაწყვეტილებები ერთი და იგივე პირის მიერ მიღებულად. მაგალითად, თუ გადაწყვეტილებები მიიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კონტრაქტორების შერჩევა, ფასების განსაზღვრა, დასაქმების პირობები ან ინვესტიციების განხორციელება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები ბიზნესზე?

- ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები. რაც შეიძლება ითვალისწინებდეს დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრაციას და შესაბამისად, საქონლის/მომსახურების ფასში დღგ-ის ასახვას.

- რას ურჩევდით ბიზნესს ამ ცვლილებების გათვალისწინებით?

- ბიზნესი ყურადღებით უნდა დააკვირდეს საკუთარ საქმიანობას და დარწმუნდეს, რომ საქმიანობის პროცესში ითვალისწინებს კანონმდებლობით დადგენილ ახალ კრიტერიუმებს და მიდგომებს. ამ ცვლილებების მიზანია, გააძლიეროს საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება და ხელი შეუშალოს დღგ-ს გადახდისგან თავის არიდების სქემებს. ეს ზომები ხელს შეუწყობს თანაბარი კონკურენტული გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. თუმცა, ბიზნესმა ყურადღებით უნდა დაიცვას რეგულაციები და გაითვალისწინოს ახალი წესები, რათა თავიდან აირიდოს პოტენციური ჯარიმები და დამატებითი შემოწმებები.

წყარო:https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way