პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია კანონი, რომელიც აზარტულ თამაშებზე რეგულაციებს მნიშვნელოვნად ამკაცრებს და თითქმის 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლებას უკრძალავს. ახალი კანონი ასევე ამკვიდრებს “თამაშდამოკიდებული პირის” ცნებას. მოქალაქეებს, რომლებსაც დამოკიდებული პირის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოში თამაში აეკრძალებათ.
კანონის თანახმად, თამაშდამოკიდებულთა სიის შედგენაზე პასუხისმგებელია შემოსავლების სამსახური, რომელმაც 2021 წლის 1 მარტამდე უნდა შეადგინოს როგორც “აკრძალულ პირთა”, ასევე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა.
კანონის მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება:
● თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განაცხადს დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე;
● მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
სასამართლოსთვის განაცხადით მიმართვა მოქალაქის ოჯახის წევრებს შეეძლებათ.
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით.
“დამოკიდებულ პირთა სიიდან დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ამოიღება აღნიშნული პირისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, დამოკიდებულ პირთა სიაში ამავე პირის თაობაზე მონაცემების შეტანიდან არაუადრეს 3 წლისა,”- ნათქვამია „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ახალ კანონში.
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.