USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თამარაშვილის გამზირსა და ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსები ეწყობა
თარიღი:  734

მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ე.წ. ახალ გზაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები პირდაპირ თამარაშვილის გამზირთან დააკავშირებს გზის ამ მონაკვეთს, შესაბამისად, გადაადგილება უფრო უსაფრთხო იქნება და ის დაბრკოლებები, რომელიც არსებობდა, მოიხსნება. სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. მაგალითად, თამარაშვილის გამზირიდან  ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩასასვლელი უკვე გახსნილია, გაკეთებულია, დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები. სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება და აღნიშნული კვანძი მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. მოეწყობა ტროტუარება, დამონტაჟდება შუქნიშნები, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო. აქ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ახალი გზიდან გამოსული ავტომობილები ხელს უშლიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ამის გამო იქმნებოდა დიდი პრობლემები. ამ კვანძის მოწყობით ეს პრობლემები მოიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პანდუსების საშუალებით ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე გადასვლა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის, საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია. გარდა ამისა, დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები მიხეილ თამარაშვილის გამზირიდან ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ჩამსვლელ ზოლზე. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

პანდუსების მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.

ახალი სატრანსპორტო კვანძი შუქნიშნებით დარეგულირდება, რაც უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის, როგორც ქვეითთა, ასევე ავტომობილების გადაადგილებას.

აღნიშნულ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1,7 მლნ ლარს შეადგენს, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. ადგილზე მერთან ერთად დედაქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე, თბილისის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის