USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
თამარ გაბუნია - ჩვენ პიკის ფაზაში შევედით და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება
Date:  392

დღეს ჩვენ პიკის ფაზაში შევედით და ეს დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჯერჯერობით არსებული რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული შეზღუდვები აღსრულდეს. დღეს უწყებათა საბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ იგეგმება და მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა. თითოეული მოქალაქის და მისი ოჯახის წევრების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება რეგულაციების დაცვის. პირბადის ტარება არის ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი რეკომენდაცია და მივმართავთ მოქალაქეებს, რომ სადაც შესაძლებელია, ყველამ ატაროს პირბადე. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ თავად არ მიიღო მოქალაქემ გადაწყვეტილება, ეს სანქციები არის უბრალოდ ფორმალობა. პროგნოზულად, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ, ჩვენ უკვე პიკის ფაზაში ვართ, ეს ფაზა დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება" , - განაცხადა გაბუნიამ.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way