USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
თამარ გაბუნია - ჯერჯერობით „ასტრაზენეკას“ საკმარისი დოზა გვაქვს, რათა 10-12 კვირის ეპიზოდზე ყველა აიცრას
თარიღი:  556

დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით საკმარისი ვაქცინაა იმისათვის, რომ 10-12-კვირიანი ინტერვალით ადამიანები მეორე დოზით აიცრან.

„ასტრაზენეკაზე ვაქცინაცია 10-დან 12 კვირამდე შესაძლებელია ყველგან. რეგიონში შესაძლოა საჭირო გახდეს რამდენიმე ადამიანის თავმოყრა ერთად, რომ თავიდან ავიცილოთ დანაკარგი. 10 ადამიანი თუ არ შეგროვდა ვაქცინაციისთის, ეს იქნება ვაქცინის არაეფექტური გამოყენება, ამდენად ასეთი დეფიციტური გამოყენების პირობებში ამას ვერიდებით. რაც შეეხება შემოტანის თარიღს, დამაიმედებელი ინფორმაცია გვაქვს „იუნისეფიდან“, რომ მომდევნო რამდენიმე დღეში ის დაპირებული ვაქცინები ქვეყანაში შემოვა. ჯერჯერობით საკმარისი დოზა გვაქვს იმისათვის, რომ 10-12 კვირის ეპიზოდზე ყველა აიცრას, ასევე იცრებიან ის პირებიც, ვინც გადაუდებელი საჭიროების გამო, მოგზაურობისთვის ჰქონდათ უკვე ბილეთები აღებული“, - განაცხადა გაბუნიამ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის