USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
თამარ ჩუგოშვილი - აშშ-ში მორიგი ვიზიტორის ჩასვლა არაფრის მომგვარებელი არ არის
Date:  1229

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან,  ხელისუფლების წარმომადგენლების ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ - ვიზიტი და მხოლოდ მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, თავისთავად არაფრის მომგვარებელი არ არის იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს, პრობლემა კი არის იმაში, რომ ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.

ჩუგოშვილის თქმით, თუ საქართველოში არ იქნება გადადგმული სწორი ნაბიჯები, იქ უბრალოდ ჩასვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„გზავნილებზე პასუხები, რაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან, იმდენად არასწორი იყო, რომ ამძიმებდა მდგომარეობას და ყოველი პასუხის შემდეგ იქიდან ვიღებდით კიდევ უფრო უარეს დარტყმას. ეს იყო განპირობებული იმით, რომ როდესაც აშშ-დან პირველი კრიტიკული სიგნალი წამოვიდა, აქედან გაიცა არაადეკვატური პასუხი. შემდეგ იქიდან დამძიმდა რეაქცია და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ ეს „მესიჯბოქსი“ შეიცვალა. ხელისუფლების „მესიჯბოქსი“ არის ის, რომ ისინი ვერ ერკვევიანო, მათ ინფორმაცია არ აქვთ და ვერ გაიგეს ქვეყანაში რა ხდებაო - ამ მესიჯებს ხელისუფლება არ ცვლის და ეს მესიჯები განაპირობებს იქიდან კიდევ უფრო დამძიმებულ რეაქციებს.

ვიზიტი და მხოლოდ მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში თავისთავად არაფრის მომგვარებელი არ არის იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა არის იმაში, რომ ხელოსუფლებან არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way