პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლების ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას განაცხადა, რომ - ვიზიტი და მხოლოდ მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, თავისთავად არაფრის მომგვარებელი არ არის იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს, პრობლემა კი არის იმაში, რომ ხელისუფლებამ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო.
ჩუგოშვილის თქმით, თუ საქართველოში არ იქნება გადადგმული სწორი ნაბიჯები, იქ უბრალოდ ჩასვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
„გზავნილებზე პასუხები, რაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან, იმდენად არასწორი იყო, რომ ამძიმებდა მდგომარეობას და ყოველი პასუხის შემდეგ იქიდან ვიღებდით კიდევ უფრო უარეს დარტყმას. ეს იყო განპირობებული იმით, რომ როდესაც აშშ-დან პირველი კრიტიკული სიგნალი წამოვიდა, აქედან გაიცა არაადეკვატური პასუხი. შემდეგ იქიდან დამძიმდა რეაქცია და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. ამიტომ მე ვერ ვხედავ, რომ ეს „მესიჯბოქსი“ შეიცვალა. ხელისუფლების „მესიჯბოქსი“ არის ის, რომ ისინი ვერ ერკვევიანო, მათ ინფორმაცია არ აქვთ და ვერ გაიგეს ქვეყანაში რა ხდებაო - ამ მესიჯებს ხელისუფლება არ ცვლის და ეს მესიჯები განაპირობებს იქიდან კიდევ უფრო დამძიმებულ რეაქციებს.
ვიზიტი და მხოლოდ მორიგი ვიზიტორის ჩასვლა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში თავისთავად არაფრის მომგვარებელი არ არის იმიტომ, რომ პრობლემა სადაც არის, იქ უნდა მოგვარდეს და პრობლემა არის იმაში, რომ ხელოსუფლებან არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.