USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
„თალიბანმა“ ქალებს კაცებთან ერთად სწავლა აუკრძალა
თარიღი:  887

ავღანეთის უნივერსიტეტებში ჯგუფები სტუდენტების სქესის მიხედვით დაიყოფა და ჩაცმის ახალი სტილი დაინერგება, - თქვეს „თალიბებმა“ შარიდ რაბანის უნივერსიტეტში გამართულ ყრილობაზე, რომელსაც სახედაფარული ქალებიც დაესწრნენ.

ქალებს შეეძლებათ სწავლა, თუმცა - არა კაცებთან ერთად. ამასთან, ცნობილია, რომ მათ ჰიჯაბის ტარება მოუწევთ, თუმცა, დაზუსტებით არაა ცნობილია, სავალდებულო იქნება თუ არა, დამატებით, სახეც დაიფარონ.

არსებობს ეჭვი, რომ ეს ქალებს მაინც შეუზღუდავს განათლებაზე წვდომას, რადგან ყველა უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი, ქალებისთვის ცალკე კლასების ჩამოსაყალიბებლად. ამასთან, მოსალოდნელია, ქალების კლასებისთვის, ქალი პედაგოგების საკმარისი რაოდენობის პრობლემა შეიქმნას.

როგორც ყრილობაზე „თალიბანის“ წარმომადგენელმა თქვა, შესაძლოა, ქალებისთვის სწავლების უფლება კაცებსაც მისცენ და მათ შეეძლებათ, „ფარდის უკან მდგომებმა“ წარმართონ სასწავლო პროცესი.

1996-2001 წელს „თალიბანს“ ქალებისთვის სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა ჰქონდა აკრძალული.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის