USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო ზნეობის დაცვის პოლიციით შეცვალა
თარიღი:  842

„თალიბანმა“ ქალების საქმეთა სამინისტრო ზნეობის დაცვის პოლიციით ჩაანაცვლა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალების საქმეთა სამინისტროს შენობაზე აბრა უკვე შეცვალეს. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოებში კი ჩანს, რომ შენობასთან შეკრებილი ქალები მოუწოდებენ თალიბებს, სამსახურში დაბრუნების უფლება მისცენ.

ზნეობის დაცვის პოლიცია ავღანეთში 1990-იან წლებში, „თალიბანის“ მმართველობის დროს არსებობდა. უწყება მოქალაქეების მიერ შარიათის წესის შესრულებას აკონტროლებდა და განსაკუთრებით მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა ქალებს.

უფლებადამცველები ზნეობის დაცვის პოლიციის მიერ მოქალაქეთა წინააღმდეგ გატარებულ მკაცრ ზომებს ხშირად აკრიტიკებდნენ. თუმცა „თალიბანში“ ამბობენ, რომ აღნიშნული უწყების არსებობს აუცილებელია, რადგან „მოქალაქეთა მთავრი მიზანი ისლამის მსახურებაა“.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის