USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
"თალიბანმა" ქაბულში საპროტესტოდ გამოსულ ათასობით მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნა
дата:  1046
რამდენიმე წუთის წინ "თალიბანმა" ცეცხლი გაუხსნა ქაბულში საპროტესტოდ გამოსულ ათასობით მოქალაქეს (მათი უმეტესობა ქალები არიან), რომლებიც აპროტესტებენ მათ მმართველობას, ასევე პაკისტანის მიერ ავღანეთის შიდა საქმეებში ჩარევას.
ისინი მხარს უჭერენ ახმად მასუდის "წინააღმდეგობის მოძრაობას".
პირველადი მონაცემებით, სროლის შედეგად არიან დაჭრილები.
მსგავსი ანტითალიბური სახალხო გამოსვლებია ავღანეთის სხვადასხვა ქალაქებში, რაც შეიძლება შეიარაღებულ ბრძოლაშიც გადაიზარდოს.
მეორეს მხრივ, ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით გრძელდება ფანჯშირის ხეობაში.
ადგილობრივი წყაროები იუწყებიან, რომ ღამით სამმა ამოუცნობმა სამხედრო თვითმფრინავმა შეტევა მიიტანა "თალიბანის" პოზიციებზე ფანჯშირის ხეობაში.
ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ეს თვითმფრინავები, რომლებიც მასუდის "წინააღმდეგობის მოძრაობას" დაეხმარნენ:
1) ავღანეთის ძველი მთავრობის საჰაერო ძალების, რომლებმაც თავი ტაჯიკეთს შეაფარეს;
2) აშშ-ს;
3) ტაჯიკეთის;
4) ინდოეთის, რომელსაც საჰაერო ბაზა აქვს ტაჯიკეთში;
5) რუსეთის.
ამასთან, საყურადღებო ფაქტია, რომ ირანმა გუშინ მხარი დაუჭირა "წინააღმდეგობის მოძრაობას."
მოკლედ რომ ვთქვათ, ავღანეთში არაფერი დასრულებულა.
ყველაფერი ახლა იწყება და საინტერესო განვითარებები იქნება
мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати