USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
„თალიბანის“ სამხედრო დაჯგუფება ავღანეთის 398 რაიონიდან 162-ს აკონტროლებს.
თარიღი:  928

„თალიბანი“ ავღანეთის ბადღისის რეგიონის მთავარ ქალაქ ქალა-ე-ნავში შევიდა.  ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, თალიბები ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილდებიან და სამთავრობო არმიის ჯარისკაცებთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, თალიბებმა ქალაქის ციხე აიღეს და 400-მდე პატიმარი, მათ შორის „თალიბანის“ 100-ზე მეტი მებრძოლი გაათავისუფლეს. ციხის მცველი სამხედროები თალიბებს უბრძოლველად ჩაბარდნენ. თალიბებმა ქალაქში მდებარე სადაზვერო სამსახურის შენობაში ცეცხლი წაიკიდეს.

„თალიბანის“ პრესსპიკერის, სუჰაილ შაჰინის განცხადებით, სამხედრო დაჯგუფება ქვეყნის 398 რაიონიდან 162-ს აკონტროლებს. თავის მხრივ, ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რადიკალური დაჯგუფების პოზიციებზე განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, 261 თალიბი მებრძოლი მოკლეს, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის