USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თალიბანი: “გერმანიასთან ძლიერი და ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გვსურს"
თარიღი:  979
უამრავი ადამიანი დახმარებას ითხოვს, რათა თალიბანის ავღანეთი დატოვოს და გერმანიაში გაემგზავროს. სწორედ ამიტომ, გერმანიის მთავრობას თალიბანთან კონტაქტი ესაჭიროება. თალიბანი, თავის მხრივ, გერმანიისგან ოფიციალურ დიპლომატიურ ურთიერთობებს და ფინანსურ დახმარებას ითხოვს. "ჩვენ გვსურს გერმანიასთან ძლიერი და ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები", - განაცხადა თალიბანის სპიკერმა საბიულა მუჯაჰიდმა "Welt am Sonntag" - თან საუბრისას.
 
თალიბანს სურს, რომ გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა უზრუნველყონ ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარება და თანამშრომლობა ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობასა და განათლებაში. მუჯაჰიდმა გამოცემასთან ასევე ისაუბრა, რომ გერმანელები ყოველთვის მისასალმებელი იყვნენ ავღანეთში. ჯერ კიდევ ასი წლის წინ, მეფის მმართველობის დროს, გერმანელები ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდნენ ავღანეთში. "სამწუხაროდ, ისინი შემდეგ ამერიკელებს შეუერთდნენ, მაგრამ ეს მათ უკვე აპატიეს", - განაცხადა მუჯაჰიდმა.
 
გერმანია დამოკიდებულია თალიბანთან მოლაპარაკებებზე, რადგან მას სურს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ქვეყნის დატოვება უზრუნველყოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: "თუ ეს პოლიტიკურად შესაძლებელი იქნება და თუ უსაფრთხოების მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მაშინ გერმანიას კვლავ უნდა ჰქონდეს საკუთარი საელჩო ქაბულში". მან ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ნიშნავს თალიბანის მთავრობის აღიარებას.
 
ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე რადიკალური ისლამისტების მიმართ ერთობლივ მოთხოვნებზე შეთანხმდნენ. ბერკეტი, რომლის გამოყენებაც ევროპელებს სურთ, არის ფინანსები. ბორელმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება შეიძლება გაიზარდოს კიდეც, მაგრამ "ჩვენ გავაკონტროლებთ მას, ჩვენი წესებისა და პირობების შესაბამისად." ის მიმართული უნდა იქნას მიზნობრივად და არა ბიუჯეტისკენ. რადიკალურმა ისლამისტებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და პრესის თავისუფლებას, უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და გარანტია იმისა, რომ ავღანეთი აღარ გახდება ტერორისტული ჯგუფების საყრდენი. ”ჩვენ მოგვიწევს დიალოგის დაწყება ავღანეთის ახალ ადმინისტრაციასთან”, - თქვა ბორელმა. ეს არ ეხება პოლიტიკურ აღიარებას. ევროკავშირისთვის მთავარი საზრუნავი არის ათასობით მოქალაქისა და ადგილობრივი თანამშრომლების დაბრუნება, რომლებიც ამჟამად ავღანეთში არიან ჩარჩენილნი.
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის