პარტია „კანონი და სამართალის“ თავჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი დედაქალაქის მერს მიმართავს. ის "თბილსერვის" ჯგუფის თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა, რის შედეგადაც ქალაქში ნაგვის ურნები გადავსებულია.
"კახა კალაძე "არ გრცხვენია ტო"?!
სანაგვედ , რომ აქციე ქალაქი "არ გრცხვენია ტო"?!
200 ლარზე რომ ამუშავებ ხალხს ზამთრის " ქურთუკ-ჟილეტებით" ( 40 გრადუსში)
" არ გრცხვენია ტო"?!
სულ არ გრცხვენია?!", - წერს თაკო ჩარკვიანი.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.