USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
ტაილანდში, ჯარისკაცის მიერ მოკლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა (ვიდეო)
Date:  1578

ტაილანდში, ნახონ რატჩასიმაში ჯარისკაცის მიერ მოკლულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ტაილანდელმა ჯარისკაცმა ჯაკრაფანჰ ტჰომმა თავდაპირველად სამხედო მეთაური მოკლა და სამხედრო ბანაკიდან იარაღი გაიტაცა. მოგვიანებით ის ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და მძევლები აიყვანა.

ეჭვმიტანილი პარალელურად თავდასხმის ფოტოებს „ფეისბუქზე“ ტვირთავდა, ვიდრე მისი გვერდი არ გააუქმეს. ვიდეო მასალაში, რომელსაც სხვადასხვა მედია აჩვენებს, ჩანს რომ სავაჭრო ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლია. სავარაუდოდ ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოწივია. ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და შენობიდან სროლის ხმა ისმის.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

ქვეყნდება ვიდეო სავაჭრო ცენტრიდან,სადაც სავარაუდო ეჭვმიტანილია აღბეჭდილი

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way