USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
Date:  628
მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელსეწყობის მიზნით რაიონში არაერთ პროექტს ახორციელებს.
 
ამ ეტაპზე, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სპორტული კომპლექსი, რომელიც 7800 კვ.მ ფართობია მომავლ წელს დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო, საკალათბურთო და პადელის მოედნების მოწყობა. ასევე, 230 მაყურებელზე გატვლილი ტრიბუნის, ტექნიკურ შენობის, გასახდელების და სხვა საჭირო სივრცეების, საპარკინგე სივრცის მოწყობა. კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის(მოეწყობა ლიფტი).
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, მერის მოადგილე კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.
 
პროექტის საერთო ღირებულება 3 769 000 ლარს შეადგენს.
 
სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ კვადრელი” შეასრულებს.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way