USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
Тбилиси
ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა
дата:  718

ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, კომპლექსის ტერიტორიაზე, რომელიც 5 000 კვ.მ ფართობია, საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, ტაბლო და საპარკინგე სივრცე, ხოლო პადელის ორი მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან და მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„მთაწმინდის გამგეობამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. მინდა, რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ევროპული სტანდარტების საფეხბურთო მოედანი. გულშემატრკივრებისთვის განთავსდა ტრიბუნა, მოეწყო საკალათბურთო მოედანი და საპარკინგე სივრცე. ტერიტორია ყველანაირად მოწესრიგებული და განათებულია. პარალელურად, ეწყობა პადელის მოედნები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. მიხარია, რომ ტაბახმელაში ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ პატარებს აქვთ ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც შეუძლიათ, ფეხბურთი, რაგბი ითამაშონ და ნორმალურ, თანამედრვე პირობებში გააგრძელონ ვარჯიში. ვულოცავ პატარებს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე, აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს ოთხ საძინებელს, სველ წერტილებს, სასადილო ოთახს, გასახდელს, სამსაჯო და სამედიცინო ოთახს. ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვეტერანი სპორტსმენები გაეცნენ.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати