USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
სვეტლანა ტიხანოვსკაია, საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შემთხვევაში, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის
თარიღი:  806

ბელარუსის ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ არჩევნების ხელახლა ჩატარების შემთხვევაში პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის.

ტელეკომპანია Belsat-ის კითხვაზე, აპირებდა თუ არა ის, ან მისი ქმარი, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უპასუხა : „ასეთი გეგმა არ მაქვს.“

ცნობისათვის, ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატის პრესსპიკერმა ანა კრასულინამ გუშინ განაცხადა, რომ ტიხანოვსკაია ბელარუსში მას შემდეგ დაბრუდება, რაც ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყება.

შეგახსენებთ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ლიეტუვას შეაფარა თავი.

თბილისი
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის