USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
სვეტიცხოვლობას გილოცავთ - ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ!
дата:  708

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული აღინიშნება

 სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის დიდი ეროვნული და საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. ისტორიულად ამ დღეს ტაძარს მომლოცველები ქვეყნის ყველა კუთხიდან სტუმრობდნენ.

კვართი უფლისა, ღვთის განგებით, არის ჩვენი სულიერი შესამოსელი. ამ ადგილის მადლით, მრავალი სასწაული, მრავალი წყალობა უბოძა ღმერთმა საქართველოს !

სვეტიცხოველი არის ის წმინდა ადგილი, სადაც დაკრძალულია კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. საუკუნეთა მანძილზე ყოველ მეფეს, პატრიარქსა და ქართველს მოუდრეკია მუხლი ამ წმინდა ტაძარში. ეს ის ტაძარია, სადაც ისტორიულად ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დღემდე აკურთხებენ კათოლიკოს-პატრიარქსა და მღვდელმთავრებს. ეს არის წმინდათაწმინდა ადგილი.

ეს არის გული საქართველოსი. სვეტიცხოველი, ეს ჭეშმარიტად ეკლესიათა დედოფალია

 სვეტიცხოველი არის დიდი და მძლავრი კელაპტარი, რომელიც დაანთეს წმინდა ნინომ, მირიანმა და ნანამ, რომელიც დაანთო ბიზანტიის დიდმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა! მან ახლადგაქრისტიანებულ საქართველოში ძღვნად გამოგზავნა ორი სამსჭვალი, რომლითაც განგმირული იყო ხელნი უფლისა იესო ქრისტესი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

 მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.

მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати