USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Tbilisi
სვანეთის აჯანყების (1875-1876) მთავარი მიზეზები და მისი შედეგები
Date:  2499

სვანეთის აჯანყების (1875-1876) მთავარი მიზეზები და მისი შედეგები

ავტორი: კოტე გაბულდანი

მეფის რუსეთი, რომელიც სხვადასხვა გზებით ცდილობდა სვანეთის დამორჩილებას ვერაფერს ახერხებდა, რადგან სვანებმა გამოავლინეს უდიდესი პოლიტიკური თვითშეგნება და მოქნილობა დიპლომატიასთან ერთად. სვანები სხვადასხვა ეპოქაში იბრძოდნენ თავისუფლებისათვის და მათი წინააღმდეგობა მიემართებოდა როგორც გარე ძალებს, ასევე შიდა თავადაზნაურთა გაბატონებულ კლასს, რომელიც ცდილობდა გლეხების ჩაგვრას.

მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი სვანეთი სხვადასხვა დროს, ფორმალურად, ამა თუ იმ სამეფოს ანუ სამთავროს ემორჩილებოდა, რეალურად მუდამ თავისებურ დამოუკიდებელ არსებობას განაგრძობდა და საკუთარი წესებით მოქმედებდა. მე-19 საუკუნეში, 1853 წელს სვანეთის სამთავროს მეფის რუსეთთან შეერთების მიუხედავად, სვანები მუდმივად ცდილობდნენ საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

მეფის რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას თან სდევდა გლეხთა აჯანყებები, რაც მიმართული იყო ერთი მხრივ, ფეოდალურ-ბატონყმური წყობილების წინააღმდეგ და მეორე მხრივ ახალი მჩაგვრელების – მეფის რუსეთის წინააღმდეგ, კერძოდ, ახალი მმართველობითი სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ვერ აიტანა საქართველოს მშრომელმა გლეხობამ.

აუტანელ მძიმე ეკონომიკურ პირობებს ემატებოდა მეფის ხელისუფლების მიერ შემოღებული ახალი გადასახადები და ახალი წესწყობილების შემოღება, რომელიც დევნიდა სვანურ ძველ ადათებს. ვინაიდან საკუთარი მეურნეობა მისი ჩამორჩენის გამო საკმარისად შემოსავლიანი არ იყო, დადეშქელიანებმა გადაწყვიტეს მეფის ჯარების დახმარებით დაეპყროთ თავისუფალი სვანეთი, რათა მონობაში ჰყოლოდათ თავისუფალი სვანეთის მშრომელი გლეხობა და ამით გაეზარდათ თავიანთი შემოსავლის წყაროები.

აქედან გამომდინარე, ისედაც გაპარტახებული და ნახევრად მშიერი გლეხური მეურნეობა სვანეთში განიცდის ორმაგ ექსპლუატაციას, ორმაგ ჩაგვრას. ხელისუფლებამ შემოიღო ახალი გადასახადები ისე, რომ ალკოჰოლური სასმელიც არ შემოდიოდა დაუბეგრავად, გადასახადები განსაკუთრებით აუტანელი აღმოჩნდა თავისუფალი სვანეთის გლეხობისთვის, რომლებიც მანამდე არ იხდიდნენ გადასახადებს და არ ცნობდნენ არცერთ ხელისუფლებას. თავისუფალი სვანეთის გლეხობის ამ უკმაყოფილებას დაემატა შიში იმის შესახებ, რომ ხელისუფლების დახმარებით დადეშქელიანებს სურდათ ბატონობა თავისუფალ სვანეთზე.

სვანეთში გატარებულმა რეფორმებმა დააჩქარა გლეხთა მღელვარება. ‘’სვანეთის გლეხობა განსაკუთრებულ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა: უკიდურესი სიღარიბე, შევიწროება, ეკონომიკური და კულტურული განვითარების შეფერხება, ყველა ეს შედეგი იყო გლეხთა რეფორმისა.’’ (ხაჭაპურიძე, 1932, გვ.133.)

1875 წ. ადგილობრივმა ბოქაულმა – თავად ჯორჯაძემ თავისუფალი სვანეთის საზოგადოებას გამოუცხადა მთავრობის ახალი განკარგულება მიწების გაზომვისა და რაოდენობის გამორკვევის შესახებ.

„ეს ამბავი ძალიან სწრაფად მოედო მთელს თავისუფალ სვანეთს. მიწის გაზომვას და რაოდენობის გამორკვევას საბაბად უნდა ჰქონოდა სვანეთში მიწის ახალი გადასახადების შემოღება. გარემოებამ, რა თქმა უნდა სვანებზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა. ხალხში დიდი მღელვარება გამეფდა. ბოქაულთან ყოველი საზოგადოებისგან იგზავნებოდნენ წარმომადგენლები საქმის საფუძვლიანად შესასწავლად.“ (ონიანი, წელი)

მეფის რუსეთი ატარებდა იმ პოლიტიკას, როგორსაც ყველა დაპყრობილ კოლონიზებულ ქვეყნებში: ნაციონალურ ჩაგვრას, ადათების დაცინვას, დამცირებას, სიძულვილს, ბარბაროსულ მოპყრობას და ა.შ. მეფის რუსეთი წარმოადგენდა ყოველგვარ ჩაგვრის კერას. თუ მანამდე მხოლოდ დადეშქელიანები ყვლეფდნენ და ჩაგრავდნენ სვანეთის გლეხობას, ახლა მას დაემატა მეფის რუსეთის რეჟიმი და გაიზარდა ჩაგვრა, ექსპლუატაცია და ა.შ.

სვანეთის გლეხობა დიდხანს ითმენდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დამცირებას და ეკონომიკურ შევიწროებას; მაგრამ 1875 წლის ზაფხულში ისევ გავრცელდა ხმა სვანეთში ახალი გადასახადების შემოღების შესახებ. ეს იყო ის ნაპერწკალი, რომელმაც გამოიწვია სვანეთში სახალხო აჯანყება. აჯანყების ეს პირველი ნაპერწკალი გაჩნდა მულახის საზოგადოებაში.

„აჯანყება დაიწყო ორგანიზებულად და მიმდინარეობდა მკაცრი დისციპლინის დაცვით. მას ჰყავდა ტაქტიკურად მომზადებული და ნიჭიერი ხელმძღვანელები, ასეთ ხელმძღვანელებს ეკუთვნოდნენ: ყასბულათ ბერ შარვაშიძე, ბიძაშვილები – ჯოხაძეები, გინადრუყ ფარჯიანი, აბი ფარჯიანი, ჩაპი გასვიანი და სხვა. აჯანყების საერთო ხელმძღვანელობას კი აწარმოებდა ხალხის ყრილობა, რომლის გადაწყვეტილება სავალდებულო იყო საზოგადოების თითოეული წევრისათვის.“ (ვ.ს ონიანი ‘’სვანეთის აჯანყება 1875-76წ.წ.)

ყრილობამ გამოყო შეიარაღებული რაზმი, რომელიც გაემგზავრა ბეჩოში ჯართან დასაპირისპირებლად, აჯანყებულთა დიდი რაზმი სადადაშქელიანო სვანეთის საზღვრამდე მივიდა, ცნობილ ბალის მთამდე. დადეშქელიანებმა მოახერხეს დაერწმუნებინათ გლეხები, რომ თავისუფალი სვანეთი მოდიოდა არა მარტო ჯარის ამოსაწყვეტად და გასაძარცვად, არამედ თვით გლეხობის გასაძარცვად და ნადავლის წასაღებად, ვინაიდან თავისუფალი სვანეთი ძალიან დამშეულია წელსო. დადეშქელიანების მსგავსმა ცბიერმა მოქმედებამ, საზღვარზე ერთმანეთს დააპირისპირა არა აჯანყებულები და ჯარი, არამედ თვით გლეხობა და თავისუფალი სვანეთის აჯანყებულთა რაზმი.

დადეშქელიანებმა მიმართეს აჯანყებულთა რაზმს და სთხოვეს ხელი აეღოთ ჯარის ამოხოცვაზე, ითხოვდნენ მოსმენას. დადეშქელიანების სახელით აჯანყებულებს მიმართა თ.დადეშქელიანმა: ‘’თქვენ თვითონ ჰხედავთ, რომ ჯარი ამჟამად ჩვენი ხიზანია, ჩვენ მიწა-წყალზე დაბანაკებული და სტუმრათ ნურც ჩვენ შეგვარცხვენთ და ნურც თავს. როგორ უნდა გამოვჩნდეთ სადმე. თუ ჩვენი სტუმრები ამოვსწყვიტეთ. გვირჩევნია ჯერ ჩვენ დაგვხოცოთ, ჩვენს მკვდარ სხეულზე გაიაროთ და ისე მიხვიდეთ კამანდის ამოსაწყვეტად, ვიდრე ცოცხალი დავრჩით და ასე გიყუროთ.’’ („ივერია“ N 130, 1892 წ.)

მიუხედავად ამ ყველაფრისა აჯანყებულებმა განაგრძეს ბრძოლა, სანამ ბალს ქვემო სვანეთის გლეხობის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა აჯანყებულებს სიტყვით არ მიმართა:

„ხომ ხედავთ, რომ თუ კამანდისაკენ წასვლა არ მოიშალეთ, თავი უნდა შეგაკლათ, რათ იქცევით აგრე, რა გამოვა რომ ჩვენ ერთმანეთს თავი შევაკლათ, რუსის ჯარი ისევ ბევრი დარჩება და ჩვენ, ერთმანეთის ძმები, ერთი მეორეს დავხოცავთ? არც კამანდას და არც დადეშქელიანს აზრად არ მოსვლიათ წინააღმდეგ წამოსვლა.“ („ივერია“ N 130, 1892 წ.)

ამ სიტყვებმა შეაჩერა აჯანყებულები, ამავე დროს გლეხებსა და აჯანყებულთა შორის ძალიან ბევრი აღმოჩნდა ერთიმეორის ნაცნობი და ნათესავი. ამან აჯანყებულებს ხელი ააღებინა განზრახვაზე, თავს დასხმოდნენ ჯარს.

აჯანყებულებმა ამის შესახებ იმსჯელეს და გადაწყვიტეს ბალის ქედზე დაბრუნებულიყვნენ. ბალის მთაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

  1. ლატალის და ლენჯერის საზოგადოებას დაევალოს ბალის ქედზე ყარაულის მოწყობა, მისი გამაგრება და არ გამოუშვან არავითარ შემთხვევაში ამ საზღვრებზე არც ჯარი, არცერთი მეფის მოხელე და დადეშქელიანი.
  2. დანარჩენ ხუთ საზოგადოებას – მესტიის, მულახის, კალას, ლენჯერის, და უშგულისას დაევალათ, მოეწყოთ ყარაულები და სიმაგრეები ლატფარის უღელტეხილზე, საიდანაც მოსალოდნელი იყო ჯარის შემოსვლა.
  3. ეწარმოებინათ სამხედრო სამზადისი: მომარაგება ტყვია-წამლის, მზად ყოფილიყო ყველა ვისაც იარაღის ხელში აღება შეეძლო (ონიანი, 1942).

სვანეთში მომხდარ ამბების შესახებ იბეჭდება ცნობები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო გაზეთებშიც.

„ჯერ გზები და ხიდეები გააფუჭეს, მერე შაიარაღებული ხალხი შეგროვდა სოფელ ლატალში და განიზრახეს თავდასხმა იმ სამხედრო კამანდაზე, რომელიც სოფელ ბეჩოში დგას და აგრეთვე ამ კამანდისთვის მომავალი სურსათის გაჩერება“ (,,დროება’’ N94, 1875 წ.).

კავკასიის უმაღლესმა მთავრობამ სვანეთში წასვლა და რაზმის შეკრება დაავალა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს მალაფეევს, რათა აღმოეფხვრათ სვანეთში დაწყებული მღელვარება. მას უბრძანეს, რომ ჩამოეყალიბებინა განსაკუთრებული რაზმი გენერალ-მაიორ ციტოვიჩის მეთაურობით.

„ამასთანავე ვუბრძანე ჩამოაყალიბონ ქ.ქუთაისში, სვანეთში გასაგზავნად განსაკუთრებული რაზმი, გენერალ-მაიორ ციტოვიჩის მეთაურობით“ (ლენინგრადის სამხედრო ისტორიული არქივი, ფონდი 1. საქ.647, ფ.39. ა/კავკასიის მთავარ სარდლის მოხსენება სამხედრო მინისტრისადმი).

ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე მალაფეევი და სამხედრო სარდლობა შეუდგნენ სასწრაფოდ და მეტად გულმოდგინედ სადამსჯელო ექსპედიციის შედგენას. მათ იცოდნენ, თუ რა ძნელი იყო რუსეთის ჯარისათვის სვანეთის მთებზე მოქმედება ისეთ თავგანწირულ და მებრძოლ ხალხის წინააღმდეგ, როგორიც იყვნენ სვანები. რაზმი შეადგინეს შემდეგი შემადგენლობით: 161 ალექსანდროპოლის ქვეითთა ლეგიონისგან, ერთი გურულთა ქვეითთა ასეული, ერთი ბატარეა 39 საარტილერიო ბრიგადიდან (რომელიც გამოძახებული იქნა სპეციალურად თბილისიდან) და ერთი საერთო რაზმი. გარდა ამისა მიეცათ განკარგულება კაბარდოს და ყარაჩაელთა ხელისუფალთ, შეექმნათ ორი რაზმი ადგილობრივი მოსახლეობისგან, განსაკუთრებით თავად-აზნაურებისგან და როდესაც ჯარი ქუთაისიდან, მოადგებოდა სვანეთს იქიდან მათ შემოეტიათ.’’ (ლენინგრადის სამხედრო ისტორიული არქივი, ფონდი 1, საქ. 647, ფ.41.)

რაზმი ძალიან სწრაფად ჩამოყალიბდა იმ დროის პირობების კვალობაზე და როგორც ამიერკავკასიის სარდალი მოახსენებს სამხედრო მინისტრს: ‘’3 ივნისს მიღებული იქნა ცნობა სვანეთში მომხდარ აჯანყების შესახებ. 8 ივნისს ჯარი გავიდა ქუთაისიდან, განსაკუთრებულ მომზადებული სურსათით, სამხედრო საჭურვლით’’ (ლენინგრადის სამხედრო ისტორიული არქივი, ფონდი 1, საქ. 647, ფ.44.). რაზმთან ერთად მოაწყვეს ადგილობრივი ლაშქრობისათვის სასაპალნო ტრანსპორტი, 8 ივნისს ჯარმა მოაღწია ლეჩხუმს და მოაწყო შესვენება მორში, საიდანაც მალაფეევმა დაიწყო საქმის შესწავლა ცნობების შეკრება – თუ რას აპირებდნენ აჯანყებულნი, თუ რა ძალების პატრონი იყვნენ ისინი და შეიძლებოდა თუ არა მათთან მშვიდობიანი მოლაპარაკება და სხვა.

„11 ივნისს ეს რაზმი ლეჩხუმში მივიდა და დაბანაკდა მურში. ადმინისტრაციამ გაიგო, რომ სვანებს გადაწყვეტილი აქვთ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ მთავრობას, ამიტომ მან გადაწყვიტა: ჯერჯერობით რაიმე ახალი ღონისძიება არ გაატაროს ცხოვრებაში“ (ხაჭაპურიძე, 1932).

სვანეთში მიმავალი ჯარის ლეჩხუმში დაბანაკების ამბავი მაშინვე შეიტყვეს აჯანყებულებმა. ბოლომდე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ბრძოლა გარდაუვალი იყო. ქუთაისიდან ჯარის ამოსვლაც ეცნობა მთელ სვანეთს. შეიკრიბა ყრილობა და მოუწოდა ხალხს საბრძოლველად.

გრინევსკის ჩაფიქრებული ჰქონდა ის მოარული ხმა ჩაეხშო მოსახლეობაში, რომელიც ითვალისწინებდა გადასახადების შემოღებას, ამიტომაც დაიბარა მასთან აჯანყებულთა მეთაური ყასბულათ შერვაშიძე და გადასცა მას, რომ ეს ხმა, რომელიც გავრცელებული იყო სვანეთში ჩაეხშო.

„ქუთაისის სამხედრო სასამართლომ სვანეთის აჯანყების გასამართლების დროს დაადგინა: აღძრან შუამდგომლობა მთავარ სარდალის წინაშე, პანუჩიკ კვილიხიძის და სხვა მეთაურობის პასუხისგებაში მისაცემად იმ სამარცხვინო მარცხისათვის, რაც ჯარმა განიცადა სვანეთის აჯანყებულებთან ბრძოლაში.“ (საქ.სსრ შიხსახკომის საარქივო განყოფილება, ფონდი 144, საქმე N 114 ტომი 2.)

მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: „7 აგვისტოს ქუთაისის გუბერნატორის განკარგულებით კალაში მყოფ ჯარს მოემატა გურიის რაზმი, ქუთაისის მაზრის უფროსის ხელმძღვანელობით და სხვა ჯარის ნაწილები. მალე სვანეთის თავადებმა უღალატეს ხალდეშელებს, მთავრობას მიემხრენ და ერთი კვირის განმავლობაში თენგიზ დადეშქელიანის თაოსნობით მათ მიერ გამოყვანილ იქნა სვანეთის ხალხი. 19 აგვისტოს მათ მოემატა ქუთაისიდან გენერალი ციტოვიჩი არტილერიითა და კახეთის რაზმით. ამ შეერთებულ ძალებით 19 მოსახლის წინააღმდეგ 21 აგვისტოს მთავრობა იწყებს მოქმედებას და ხალდეშელებზე იერიშის მიტანას. პირველად ზარბაზნებს უშენდნენ ციხეებს, მაგრამ უშედეგოდ.“ (გაბლიანი, 1925, გვ.107)

27 აგვისტოს ჯარმა გაანადგურა სოფელი – ხალდე. ადგილობრივი ეკლესიებიდან გაიტანეს ხატები, ქონებას დაეპატრონნენ ადგილობრივი ადმინისტრაციის წევრები და მათი მოღალატე თავადები. აჯანყლებულთა რიცხვებიდან ზოგი თავისი ნებით გამოცხადდა ლეჩხუმში სამაზრო მთავრობასთან, ზოგიც ადგილობრივ ადმინისტრაციასთან, რომლებიც თენგიზ დადეშექლეიანმა ქუთაისში ჩაიყვანა. მათი გასამართლება მოხდა ქუთაისში. სამს დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეიცვალა და გადასახლებით ჩანაცვლდა. 55 კაცი კი გადაასახლეს რუსეთის სხვადასხვა გუბერნიებში. 1875-1876 წლების სვანეთის აჯანყება წარმოადგენს საუკეთესო ილუსტრაციას იმისა, თუ რა გმირულ ბრძოლებს აწარმოებდა საქართველოს გლეხობა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. ამ ისტორიული ფაქტის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი ცხადყოფს, თუ რა მწვავე კლასობრივ ბრძოლას ჰქონდა ადგილი საქართველოში მეფის რუსეთის შემოსვლის შემდეგ.

 

ბიბლიოგრაფია

  1. ონიანი, ვ. 1942.წ ‘’სვანეთის აჯანყება 1875-76 წლებში’’. სადისერტაციო ნაშრომი;
  2. ხაჭაპურიძე, გ. 1932წ. ‘’გლეხთა მოძრაობანი საქართველოში მე-19 საუკუნეში.’’;
  3. ,,დროება’’ N94, 1875 წ.;
  4. ,,დროება’’ N94, 1875 წ;
  5. ლენინგრადის სამხედრო ისტორიული არქივი, ფონდი საქ.647, ფ.39. ა/კავკასიის მთავარ სარდლის მოხსენება სამხედრო მინისტრისადმი;
  6. ლენინგრადის სამხედრო ისტორიული არქივი, ფონდი 1, საქ. 647, ფ.41.;
  7. ლენინგრადის სამხედრო ისტორიული არქივი, ფონდი 1, საქ. 647, ფ.44.;
  8. საქ. სსრ შიხსახკომის საარქივო განყოფილება, ფონდი 144, საქმე N 114 ტომი

წყარო:https://www.mautskebeli.ge/

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way