USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
თბილისი
სუს-მა მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო
თარიღი:  379

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაუდებელი ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. „გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრადზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის