USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
სუს-ის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთს დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან სთავაზობს
дата:  524

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან სთავაზობს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოებში ქართული მხარე არ ჩართულა. როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

„ქართული მხარე ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას ხანძრის პირველივე დღიდან, უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს. არის მუდმივი კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ჯერჯერობით, ქართული მხარე სამუშაოებში არ ჩართულა, თუმცა ნებისმიერი მიმართულებით სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ“,-აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება. როგორც ე.წ.სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელი სახლებიდან 150 მეტრშია.

 
 
 
 
 
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати