USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
სუს-ის განცხადებით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უკვე უსაფრთხოდ არიან
дата:  375

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბავშვები, რომელთა საოკუპაციო ხაზიდან გატაცების შესახებაც ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა, უსაფრთხოდ არიან.

თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზიდან, სოფელ თამარაშენთან 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს. ერთ-ერთი ბავშის მამამ, ბესო სიდამონიძემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნები სოფელ თამარაშენში სათამაშოდ იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი გაიტაცეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერპრესნიუსი“ სახელმწიფო უსფართხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ბავშვები უკვე უსაფრთხოდ არიან.

„ბავშვები ჩვენთან და უსფართხოდ იმყოფებიან“,-აცხადებენ სუს-ში.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати