USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
სურსათის უვნებლობის ცხელი ხაზის პოლულარიზაციის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
Date:  1010

სურსათის უვნებლობა ქვეყანაში ერთ-ერთი საჭირბოროტო და პრობლემური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ბოლო წლებში სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის მუშაობით ვითარება მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა, დარგში არსებული გამოწვევების გარკვეული ნაწილი ისევ გამოწვევად  რჩება.

მომხმარებლის უმეტესობისთვის ბუნდოვანია, ან მხოლოდ მცირედმა ნაწილმა თუ იცის, ვის უნდა მიმართოს სურსათის უვნებლობის დარღვევის შემთხვევაში. მეტწილად, მოსახლეობის, როგორც მომხმარებლის ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს საკუთარი უფლებები, მოითხოვოს სახელმწიფოსგან და ბიზნეოპერატორებისგან უვნებლობის დაცვა.  

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“ - სწორედ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, 2024 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩაატარა საგრანტო კონკურსი რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების გამოსავლენად.  სულ დაფინანსდა შვიდი პროექტი ანუ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისში პროექტის გამარჯვებული საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი EHPMI-ია, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პირისპირ შეხვედრების მიზანი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს - სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის 1501 პოპულარიზაციაა. ამ მიზნით დამზადდა საინფორმაციო ხასიათის მასალები, რომელიც მოსახლეობაში რიგდება.

EHPMI-ის თანამშრომლებმა ხალხმრავალ ადგილებში - 9 აპრილის ბაღში, დედაენის პარკში, ორბელიანის მოედანზე, სანზონის სკვერსა და თემქის ხევის პარკში მოსახლეობას სამაგიდო სამახსოვერო კალენდრები დაურიგა, სადაც მითითებულია სურსათის უვნებლობის ცხელი ხაზის 1501 ნომერი.

შეხვედრებმა  მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ მათმა უმრავლესობამ არ იცის, სად ან ვის უნდა მიმართოს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

აღნიშნული აქტივობა ერთ-ერთია ზემოთნახსენები პროექტის ფარგლებში. უახლოეს მომავალში იგეგმება სკოლებში საცნობარო ხასიათის სესიების ჩატარება, ასევე ბიზნესოპერატორებთან შეხვედრა.

პროექტის პარგლებში დაგეგმილი აქტივოვების განხორციელებას წინ უძღოდა საგრანტო კონკურსში გადამზადებული ორგანიზაციებისა და საინფორმაციო კამპანიაში ჩართული სკოლის მასწავლებლების ცოდნის ამაღლება სურსათის უვნებლობაზე. სწორედ ამიტომ თავდაპირველად გაიმართა ტრენერთა ტრენინგი, რასაც მოჰყვა ტრენინგების სერია სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. ბოლო რამდენიმე შეხვედრა გასული წლის დეკემბრის მიწურულს შედგა, რომლის ძირითადი თემები იყო მომხმარებლის უფლებების დაცვა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა სურსათის უვნებლობაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მთავარი გამოწვევები და მსოფლიო ტრენდები. სესიების ციკლი შეჯამდა ვოქრშოფით "პროექტის წერის ძირითადი პრინციპები". შედეგად 2025 წლიდან უკვე გადამზადებული რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები უძღვებიან ონლაინ საინფორმაციო კამპანიებსა და ადგილზე შეხვედრებს თავიანთ რეგიონებში, ასევე თბილისში.

აღნიშნული აქტივობა ასევე მოიცავს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სურსათის უვნებლობის შესახებ საგანმანათლებლო მასალის შემუშავებასა და გავრცელებას 7-12 კლასების მოსწავლეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ მასალის გამოყენებით ჩატარდება სამუშაო შეხვედრები წინასწარ შერჩეულ რამდენიმე სკოლაში მოსწავლეების ცნობადობის ამაღლების მიზნით სურსათის უვნებლობის საკითხებზე. თბილისის მასშტაბით შეირჩა 4 სკოლა.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეს კამპანია ევროკავშირისა და  შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.

 

 

 

 

 

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way