USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
Date:  553

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:

1. შპს ,,კოსმო ინკ“, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);

2. ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);

3. შპს ,,მიაო ჯია“ (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);

4. შპს ,,იომი 1977“ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);

5. ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);

6. შპს ,,რ ნ ა ენთერფრაისი“, (მის: შ. ნუცუბიძის 2);

7. შპს ,,ალ მადინა კეივ“ (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);

8. შპს “იოკო აზია” (კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);

9. შპს "ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ", ჩინური რესტორანი "ბამბუ" (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).

კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way