USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
სურამის შემოვლითი მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა
Date:  632

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის (სურამის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

სურამის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტაენტი ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ახალი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიან, 6.4 კმ-იან მაგისტრალს, 11 ხიდსა და 5 გვირაბს.  ამ დროისათვის, ყველა ხიდი და გვირაბი უკვე აშენებულია. მიმდინარეობს გვირაბებში ელექტრომექანიკური სისტემების, განათებისა და სავენტილაციო აღჭურვილობის მონტაჟი, ხიდებსა და გვირაბებში გზის საფარის დაგება. ასევე, დაწყებულია გვირაბების მართვის შენობების მშენებლობა.

ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთი, ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზის გაგრძელებაა. ახალი გზა გვერდს აუვლის სურამსა და ჩუმათელეთს და რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველ გვირაბს შეუერთდება.

მაგისტრალი შენდება საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე საგზაო განათების სისტემით.

სურამის შემოვლითი გზა დაბა სურამს ტრანზიტული მოძრაობისა და  საცობებისგან განტვირთავს, შეამცირებს გადაადგილების დროს და გააუმჯობესებს უსაფრთხოების ხარისხს.

პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი ჯამური ღირებულება 265 მილიონ ლარს შეადგენს.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ავტოტრანსპორტისთვის წელს გაიხსნება.

society
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან დაიწყება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. განცხადებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებთან გასაუბრება ჩატარდება.
საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები (რეგისტრირებული) 18 წლის მოქალაქე, რომელსაც ამ რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნაძალადევის რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რაიონის, უბნისა და ქალაქის მართვაში. გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. უზრუნველყონ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთა ინტერესების დაცვა და მოსახლეობის საჭიროებები გააცნონ გამგეობის ხელმძღვანელობას.
მსურველებს განცხადების შევსება და მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოტანა შეუძლიათ ნაძალადევის რაიონის გამგეობის სერვისცენტრში, მისამართზე - დავით გურამიშვილის 25რ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way