USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
სუპერლიგის შემქმნელი 12 კლუბიდან 6-მა ლიგა უკვე დატოვა
თარიღი:  653

სუპერლიგის შემქმნელი 12 კლუბიდან 6-მა ტურნირი უკვე დატოვა. „ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ ახლადშექმნილი ლიგიდან გამოსვლის პროცედურები „არსენალმა“, „ტოტენჰემმა“, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ლივერპულმაც“ დაიწყეს.

ამ დროისთვის სუპერლიგაში რჩებიან მადრიდის „რეალი“, „ბარსელონა“, მადრიდის „ატლეტიკო“, „მილანი“, „ინტერი“ და „იუვენტუსი“.

თორმეტმა საფეხბურთო კლუბმა ევროპული სუპერლიგის შექმნის შესახებ განაცხადა, რასაც UEFA-ს, FIFA-სა და ეროვნული ლიგების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის