USD 2.7039
EUR 3.1319
RUB 3.4627
Tbilisi
სუპერკომპიუტერი Summit-ი კორონავირუსის წინააღმდეგ
Date:  1324

CNN-ის ინფორმაციით IBM-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა ყველაზე სწრაფმა სუპერკომპიუტერმა Summit-მა მოახდინა 77 წამლის იდენტიფიცირება, რომელთაც ვირუსის გავრცელების შეჩერება შეუძლიათ. როგორც განმარტავენ, ეს დიდი ნაბიჯია ყველაზე ეფექტური ვაქცინის შექმნისაკენ.

კორონავირუსი გავრცელების სისწრაფე უპრეცედენტოა მეცნიერებისთვისაც და ისინი ცდილობენ მას სუპერკომპიუტერის სისწრაფე დაუპირისპირონ, რაც ამ ეტაპზე მათი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

Summit-ი შეიქმნა აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2014 წელს, გლობალური პრობლემების გადასაწყვეტად.

მისი სისწრაფე მილიარდჯერ მეტია, ვიდრე  ყველაზე სწრაფი ნოუთბუკისა.

 

World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მალე მიიღებს ზომებს ვენესუელელი ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ხმელეთზე

აშშ ძალიან მალე დაიწყებს ზომების მიღებას ხმელეთზე ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ალბათ შეამჩნიეთ, რომ ხალხს არ სურს ზღვით ტვირთის მიწოდება და ჩვენ მათი ხმელეთით შეჩერებასაც დავიწყებთ. ხმელეთით უფრო ადვილია, მაგრამ ეს ძალიან მალე დაიწყება“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვენესუელასთან დაკავშირებულ ვარიანტებს განიხილავს რათა აშშ-ში ნარკოტიკების უკანონო შეტანას ებრძოლოს.

აშშ-ის ჯარებმა სექტემბრიდან კარიბის ზღვის აუზსა და წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდავ ნავებზე მინიმუმ 21 თავდასხმა განახორციელეს, რასაც 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

See all
Survey
By the way